ფეხბურთი

17:13 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

სსრკ უმაღლეს ლიგაში 5 ქართული გუნდი თამაშობდა

 

ამ ბოლო დროს სხვადასხვა საფეხბურთო გადაცემებსა თუ რეპორტაჟებში ხშირად ისმის, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თბილისის „დინამოს“ გარდა ნათამაშევი აქვთ ქუთაისის „ტორპედოს“ და ლანჩხუთის „გურიას“.

ეს ფაქტია და მას არავინ უარყოფს. მართლაც, „ტორპედო“ (13 სეზონი) და „გურია“(1 სეზონი) უმშვენებდნენ მხარს ქართული ფეხბურთის ფლაგმანს საბჭოურ საკლუბო ელიტაში, მაგრამ ქომაგთა შეცდომაში შეყვანაც არ იქნება.

საქმე ის გახლავთ, რომ „ტორპედოსა“ და „გურიაზე“ გაცილებით ადრე საკავშირო უმაღლეს ლიგაში 2 თბილისური გუნდი - „ლოკომოტივი“ და „სპარტაკი“ იყვნენ წარმოდგენილნი. „ლოკომოტივი“ - 1938 და 1940 წლებში, ხოლო „სპარტაკი“ – 1950-1951 წლებში. აქვე ვიტყვით, რომ დედაქალაქელ რკინიგზელებს 1940 წლის სეზონი „ჩაუვარდათ“, შუა ჩემპიონატში გუნდი გათამაშებიდან მოიხსნა და მისი ყველა მატჩის შედეგი გაუქმდა. მიზეზი? საკავშირო პროფკავშირების ცენტრალურმა საბჭომ გუნდი „დაბალი ტექნიკური შედეგების“ გამო დასაჯა.

ერთი სიტყვით, საკავშირო უმაღლეს ლიგაში 5 ქართული გამოდიოდა. მათი საერთო სათამაშო ბალანსი კი ასეთი გახლავთ:

                                                    თ          მ          ფ         წ               ბშ

„დინამო“ თბილისი              1424      621     406       397      2176-1677

„ტორპედო“ ქუთაისი             439     104      129       206       395-655

„სპარტაკი“ თბილისი               64       21        11        32         82-109

„გურია“ ლანჩხუთი                  30         5          8        17         18-38

„ლოკომოტივი“ თბილისი       25         5          5        15         44-62

 

 

0.12033