უბერებელი პოლ სქოულზის დიდ ფეხბურთში დაბრუნება განსაკუთრებულად სხვას ვის უნდა გახარებოდა, თუ არა მის ცოლს, კლარა სქოულზს... პოლის მეუღლეს არც დაუმალავს, რომ “წითელი ეშმაკების” ნახევარმცველის ფეხბურთში დაბრუნებამ მას უდიდესი სიხარული მიანიჭა და განსაკუთრებით ის ახარებს რომ, სქოულზის დაბრუნებაში მისი მოკრძალებული წვლილიცაა.
მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გაცხადდა სქოულზის ”დიდ ავიაციაში” დაბრუნების შესახებ, ვისაც კი არ ეზარება და ვისაც კი პოლი უყვარს, ამ ფაქტს წითურთმიან მანჩესტერელს თითქმის ყველა ცნობილ-უცნობი ადამიანი ულოცავს. სქოულზების სახლში უამრავი მადლობისა და პატივისცემის გამომხატველი წერილი მიდის.
კლარა და პოლ სქოულზები ამჟამად ძველ ვილაში ცხოვრობენ, რომელიც მანჩესტერის გარეუბანში მდებარეობს. ამ ვილაში პოლ სქოულზმა თავის დროზე 5 მილიონი გირვანქა გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ პოლ სქოულზს ამ სახლის გაყიდვას ბევრი ურჩევდა, პოლმა საჯაროდ აღიარა, რომ ძველ ნივთებთან და ძველ ნაცნობებთან მარტივად განშორება მისი ცხოვრების სტილში არ ჯდება.