თამაშგარე

11:44 | 6.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზები მაკლერები გახდნენ

უბერებელი ინგლისელი ფეხბურთელის, პოლ სქოულზის მეუღლე კლარა სქოულზი, ერთობ წინდახედული ქალი ყოფილა და რაკი მისი ქმრის საფეხბურთო კარიერის დასასრული ესოდენ მოახლოვდა, ოჯახის ბიზნესის წაძღოლა საკუთარ თავზე სწორედ კლარას აქვს აღებული.

ჯერჯერობით კლარა სქოულზის მიერ შექმნილი სამაკლერო კანტორა არც ისე დიდია და კლიენტურაც ბუზებივით ნამდვილად არ ახვევია, მაგრამ სქოულზები ფიქრობენ, რომ მომავალში მთელს ფულს სწორედ ამ საქმეში ჩადებენ. მანამდე კი, საცდელად კლარა სქოულზმა ჩაიბარა ეს საქმე.

პოლ სქოულზს კლარასგან სამი შვილი ჰყავს და როგორც ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, წითურთმიანი მანჩესტერელი შვილებზე თანაა გადაყოლილი. თუკი პოლის სხვა კოლეგები რთული სავარჯიშო პროცესების გამო ოჯახთან ყოფნას იშვიათად ახერხებენ, სქოულზი შვილებთან ყოფნისათვის დროს ყოველთვის პოულობს და მისი მთავარი გართობაც ესაა.
 

0.120119