სპორტული ტურიზმი მთელს მსოფლიოში დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა ხდება. განსაკუთრებით ზაფხულობით, როდესაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფართომასშტაბიანი ტურნირები ეწყობა ხოლმე.
სპორტულ ტურიზმში არამხოლოდ კონკრეტულ მატჩებზე დასწრება და ცნობილი არენებისა და მოედნების დათვალიერება შედის, არამედ ბევრ ქვეყანაში ტურისტებს თვითონ ეძლევათ ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება. მაგალითად, ჰოლანდიაში ჩასულ ტურისტი თუკი სათანადო თანხას გადაიხდის, შესაძლებლოიბა აქვს, არც მეტი, არ ნაკლები – ამსტერდამის „აიაქსთან“ ერთად ივარჯიშოს და ვიდეოფირზე აღბეჭდილი ვარჯიშის პროცესით მთელი ცხოვრება იამაყოს.
უკვე სამი წელიწადია, ბრიტანეთში ჩასულ ტურისტებს შეუძლიათ ინგლისური გაზეთ „სანის“ სპორტული განყოფილების ჟურნალისტებს მთელი კვირის მანძილზე თან სდიონ და დაესწრონ ინტერვიუებს ცნობილ სპორტსმენებთან. ყველაფერთან ერთად, ჟურნალისტი ტურისტს ცნობილი სპორტსმენისათვის 1 კითხვის დასმის უფლებასაც კი აძლევს, მერე ამ კითხვა-პასუხის ჟურნალში გამოქვეყნების პირობით. არცთუ ძნელი მისახვედრია, რაოდენ დიდი დაინტერესება იქნება ამ პროექტის მიმართ. განა ბევრ სპორტის მოყვარულს ხვდომია წილად პირისპირ გასაუბრებოდა თუნდაც ვთქვათ დებ უილიამსებს, ანდა ჯეისონ ბატონს?!..