თამაშგარე

14:48 | 30.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

სპორტსმენი-ნარკოდილერი

მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტსმენებიც რომ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და არა “ფრთიანი ანგელოზები”, ამაზე არაერთი მაგალითი მოგვიყვანია და ახლაც მოვიყვანთ. ბევრი სპორტსმენი, კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერას ან ბიზნესს ჰკიდებს ხელს, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს.
მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონი კრივში კლარენს ადამსი კარიერის დასრულების შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები, ლიმუზინით ნარკოტიკულ ნივთიერებებს, კოკაინსა და მეტამფეტამინს ატარებდა და ავრცელებდა. იგი ამ ”სიკეთესთან” ერთად სუტენიორობასაც ეწეოდა.
რა თქმა უნდა, კლარენს ადამსი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ იმდენი მაინც მოახერხა, რომ გირაო გადაიხადა და ახლა ”ამაყად“ დააბიჯებს...
 

0.119091