თამაშგარე

12:42 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სპორტსმენების სახე ქალის ქვედა საცვლებზე...

ჭკვიან ადამიანს, თუკი ფულისშოვნა აქვს გადაწყვეტილი და საწყისი კაპატალიც გააჩნია, ყოველთვის აქვს დიდი შანსი, რომ სურვილი აიხდინოს და ფულის საშოვნელად ისეთი გზები და ბილიკები ეძიოს, რომელთა არსებობაც, აქამდე ჯერ არავინ იცოდა.

გერმანელი მეწარმე, ვინმე იოლანდა გრინგერი, რომელიც შვაბიაში ტექსტილის საწარმოს ფლობს, ცოტა ხნის წინ, მძაფრი კონკურენციის გამო, კინაღამ გაკოტრდა. თუმცა ქალბატონმა იოლანდამ ჭკუა იხმარა და ორიგინალური შეთავაზება გააკეთა მომხმარებლისთვის.

სულ რაღაც 4 ევროს გადახდის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული საწარმო, ქალებს სთავაზობს სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვედა საცვლებს, რომლებზეც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი სპორსტმენების სახელი წერია. იოლანდა გრინგერს, ამ ერთობ ეშმაკური ხერით, მილიონზე მეტი ქალის ქვედა საცვალი უკვე გაუყიდია და დიდი იმედი აქვს, რომ მისი წარმოება კიდევ უფრო მეტად გაშლის ფრთებს. საკუთრივ სპორტსმენებს მოსწონთ თუ არა მათი სახელების ნიფხავებზე გამოსახვა, ცალკე საკითხია...

 

0.06342