თბილისში 6-დღიანი სამუშაო ვიზიტით სპორტის საერთაშორისო ექსპერტები – ალან ბრამსტი (კანადა) და ომარ შლინგემენი (ჰოლანდია) იმყოფებიან.
სპორტის უცხოელი სპეციალისტები თბილისში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახლადდაფუძნებული ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის და საერთაშორისო ხედვის გაცნობის მიზნით იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შედგა შეხვედრა სამინისტროს ხელმძღვანელებს, უცხოელ ექსპერტებსა და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს სპორტში მწვრთნელთა მომზადების სხვადასხვა უცხოური და უკვე აპრობირებული მოდელი, რომლის იმპლემენტაციების გზებზე გაგრძელდება მუშაობა მთელი ვიზიტის გადმავლობაში და მუშაობის ბოლო ეტაპზე განისაზღვრება მომავალში კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა.
14 დეკემბერიდან დაიწყო შეხვედრები სპორტულ ფედერაციებთან. უცხოელი ექსპერტები 14-17 დეკემბერს ფეხბურთის, კალათბურთის, რაგბის, ხელბურთის, კალათბურთის, წყალბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ძიუდოს, ძალოსნობის, მძლეოსნობის, ფარიკაობის, კრივის და ასევე ზამთრის სახეობების წარმომადგნლებს ხვდებიან, ასევე შედგება შეხვედრები სპორტის აკადემიის წარმომადგენლებთან და ოლიმპიურ კომიტეტთან.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო პრესსამსახური