ფეხბურთი

12:10 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სპორტის მინისტრი და “რასინგის” პრეზიდენტი “დინამოს” ბაზას ეწვივნენ

თბილისში სტუმრად ესპანური საფეხბურთო კლუბის სანტანდერის “რასინგის” პრეზიდენტი ანხელ ლავინ იგლესიასი იმყოფებოდა. მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მასპინძლობდა.

ვიზიტის ფარგლებში ესპანელმა სტუმარმა ყიფიანთან ერთად დიღომში მდებარე თბილისის “დინამოს” საწვრთნელი ბაზა დაათვალიერა. სტუმრებს “დინამოს” დირექტორმა მამუკა მახათაძემ უმასპინძლა. თბილისელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით ანხელ ლავინ იგლესიასი ნანახით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა.

აქვე გეტყვით, რომ “რასინგი” ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონში გამოდის.

 

0.122982