რუსეთიდან მთელს მსოფლიოში გოგონათა მიგრაცია უკვე კარგა ხანია მნიშვნელოვანი და მოუგვარებელი პრობლემა გახდა მრავალი ქვეყნისათვის. რუსი ასულები უცხოეთში უმეტესწილად სამეძავოდ მიდიან და უკვე სტატისტიკოსებსაც კი უჭირთ იმის გაგება, ზუსტად რამდენი რუსი ასულია ჩვენს ბეჩავ პლანეტაზე სამეძავოდ გაფანტული.
ინგლისური ბულვარული გამოცემა ”სანი” ირწმუნება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკანასკნელ პერიოდში ერთგვარი კონტროლი დააწესა და ასე ადვილად აღარ უშვებენ რუს გოგონებს მათ გემოზე სათარეშოდ. ამიტომ, მეძავობის სურვილით აღვსილებმა სხვა ხერხს მიმართეს.
როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი წერს, რუსეთში გოგონები ძალიან ადვილად და საკმაოდ იაფად ახერხებენ სპორტსმენის ყალბი საბუთების გაკეთებას. სპორტსმენი გოგონას უცხოეთში არგაშვებას კი ალბათ ყველაზე კორუმპირებული რუსი პოლიციელიც ვერ გაბედავს. ჰოდა, იყენებენ ამ სპორტს რუსი ასულები და არიან კოხტად. სპორტის ქომაგებმა ვიდარდოთ თორემ...