მსოფლიოში ცნობილი უკრაინელი მოდელი, ვალერია ლუკიანოვა, რომელსაც მეტსახელად “თოჯინას“ ეძახიან, უკრაინელმა ჟურნალისტებმა დიდი ტყუილში გამოიჭირეს. ვალერია აქამდე ირწმუნებოდა, რომ ძველი მძლეოსანი იყო, რაც საბოლოო ჯამში არ დადასტურდა.
ბოლო პერიოდში სპორტული ცხოვრებით მცხოვრები მოდელები ძალიან პოპულარულნი გახდნენ და ყველა მშვენიერი ასული ცდილობს, რომ თავისი სილამაზე არა ბოტოქსსა და პლასტიკურ ოპერაციას, არამედ უპირველეს ყოვლისა სპორტს დაუკავშირონ.
ზემოთაღწერილ ტენდენციას, როგორც ჩანს, ვალერია ლუკიანოვაც აჰყვა და უკრაინელი მოკალმეების გაცურება გადაწყვიტა – სპორტი მეც ქე მიყვარსო. მაგრამ, ხახოლ ჟურნალისტს გამოაპარებს ეგ რამეს? მიდგნენ-მოდგნენ და ეს შენი ვალერია კარგა მსუყე ტყუილში გამოიჭირეს.