ლონდონის “არსენალი” სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. არსენ ვენგერი “რეალიდან” სამი ხედირას შეძენითაა დაინტერესებული. ესპანური გაზეთების ცნობით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და გერმანელი ნახევარცველის სანაცვლოდ “მეთოფეები” 23 მილიონ გირვანქას გადაიხდიან.
Sport-ის ცნობით, 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი ახალ კლუბთან ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. თავდაპირველად, მადრიდელებს ხედირას გასხვისება არ სურდათ, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და “რეალმა” მისი გაყიდვა გადაწყვიტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გუნდს ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა და “სამეფო კლუბი” ვერანაირ სარგებელს ნახავდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “არსენალმა” ალექსის სანჩესი შეიძინა, რომლის სანაცვლოდ “ბარსელონას” 30 მილიონი გირვანქაგადაუხადა.
ლევან გოგოტიშვილი