ფეხბურთი

22:20 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

Sport: ლაპორტს “ბარსელონაში” თამაში უნდა

 

კატალონიურ პრესას თუ დავუჯერებთ, “ბილბაოს” ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, ემერიკ ლაპორტს კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს.

“ბარსა” რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალურ მცველს შეიძენს, ეს საიდუმლო არავისთვისაა. კატალონიელთა ინტერესის სფეროში 19 წლის ფრანგი უკანახაზელიც მოხვდა, რომელიც, Sport-ის ცნობით, კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების წინააღდეგი არაა.

პრობლემას ის ქმნის, რომ ლაპორტის გამოსასყიდი თანხა 36 მილიონი ევროა და ამ თანხის დაკლებაზე “ბილბაოს” დაყოლიება რთული იქნება.

0.117103