პოპულარულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” “როსტოვის” ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე რუსეთის ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ცხადია, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ მატჩში როსტოველებმა “ვოლგას” 4:0 სძლიეს და ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგნენ, რაც დიდწილად ჯანოს დამსახურება გახლდათ – ქართველმა ნახევარმცველმა გოლს 2 საგოლე პასი წაამატა.
აი, როგორ გამოეხმაურა “სპორტ-ექსპრესი” ანანიძის გარჯას: “ვოლგასთან” მატჩის პირველ ტაიმში, როდესაც გუნდები აზრიან ფეხბურთს ნამდვილად ვერ თამაშობდნენ, მსუბუქი ქართველი ნახევარმცველი არცთუ შესამჩნევი იყო. იგი ცდილობდა სარგებლიანი ყოფილიყო, ძიუბას პასებით ამარაგებდა, მაგრამ სტუმრების მის შეჩერებას ახერხებდნენ...
მე-2 ტაიმში კი როსტოველთა გარემარბმა თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. თავდაპირველად, კანგას ნახევრად-დატყმულს და ნახევრად-ჩაწოდებას ფეხი იღბლიანად დაუხვედრა, შემდეგ კი ორი უზუსტესი პასი გააკეთა – კალაჩიოვზე 40 მეტრზე საჯარიმოს კუთხეში და ძიუბაზე საჯარიმოში თავური დარტყმისთვის.
მოკლედ, ყველაფერი გააკეთა, რომ “როსტოვის” ვეტერანს და რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს გოლები გაეტანათ”.