ვალერი კარპინი საფეხბურთო კლუბ მოსკოვის “სპარტაკის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იუწყება.
“სპარტაკის” თავკაცის პოსტზე კარპინის შეცვლის მთავარი კანდიდატი სტანისლავ ჩერჩესოვია. მის დანიშვნამდე გუნდს დმიტრი გუნკო უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე “სპარტაკის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო.
სეზონის დაწყებამდე “სპარტაკის” მფლობელმა ლეონიდ ფედუნმა განაცხადა, რომ კარპინი პოსტს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა თუ სამი ტურნირიდან: რუსეთის ჩემპიონატი, რუსეთის თასი და ევროპის ლიგა, ერთ-ერთს მოიგებდა. “სპარტაკი” თასიდან და ევროპის ლიგიდან გავარდა, ხოლო ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ჯერ სტუმრად “ტერეკთან” წააგო (0:1), ხოლო შემდეგ სახლში “ანჟის” ვერ აჯობა (2:2).