მოსკოვის “სპარტაკმა” პარაგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორვარდ ლუკას ბარიოსთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ამის შესახებ “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც აქამდე ჩინეთის “გუანჯოუ ევერგრანდში” თამაშობდა, მოსკოველებთან 3-წლიანი კონტრაქტი დადო. მის სანაცვლოდ “სპარტაკმა” 3 მილიონი ევრო გადაიხადა.
ბარიოსს კარიერის საუკეთესო წლები დორტმუნდის “ბორუსიაში” გაუტარებია, სადაც 2009-2012 წლებში თამაშობდა და 108 მატჩში 49 გოლი გაიტანა.