ფეხბურთი

21:24 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„სპარტაკი“ აგებს, მაგრამ მყარად ლიდერობს

ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის „ბ“ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ცხინვალის „სპარტაკი“ დღეს სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძეზე“ დამარცხდა, მაგრამ ამას მის სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ მოუხდენია - გუნდი კვლავაც მყარად პირველობს  გათამაშებას და ძნელი დასაჯერებელია, რომ დარჩენილ ტურებში უმაღლესი ლიგის საგზური ვინმეს დაუთმოს.

არადა, „სპარტაკმა“ ზედიზედ მეორედ წააგო. წინა ტურში ვლადიმერ ხაჩიძის საწყმსოს დედაქალაქურმა „ლოკომოტივმა“ აჯობა, ახლა კი „სამტრედიამაც“. „ეროსი მანჯგალაძის“ ბინადართ მოწინავე სამეულში მოხვედრა აქვთ დაგეგმილი და დღევანდელი მოგებით ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს.

თამაში საკმაოდ დაძაბული და, ამასთან სანახაობრივიც გამოდგა. სტუმრებმა თავიდანვე ბურთის ხანგრძლივ გათამაშებას მიჰყვეს ხელი. ჩანდა, მეტოქის დაცვაში შეცდომებს ელოდნენ და... შუა ტაიმში „სპარტაკი“ სწორედ სამტრედიელ უკანახაზელთა უყურადღებობის შედეგად დაწინაურდა. უჩა ბურძენაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ „სამტრედიის“ საჯარიმოში ჩასულმა ცენტრალურმა მცველმა ლევან თვალავაძემ მოხდენილი თავურით შეარხია დავით კეკელიძის კარის ბადე - 0:1.

მასპინძლებმა უმტკივნეულოდ გადაიტანეს ეს ამბავი და შესვენებამდე თამაში მათი კარნახით გაგრძელდა. 28-ე წუთზე  ანგარიშის გათანაბრების საუცხოო შანსი ჰქონდა გიგა ბოხუას, მაგრამ სამტრედიელმა ფორვარდმა ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს. თუმც ბოხუამ ეს შეცდომა  გამოასწორა და ათ წუთში, ფაქტობრივად, ანალოგიური პოზიციიდან, აღადგინა წონასწორობა - 1:1.

მერე კი ბოხუა ამ მატჩის  გმირიც შეიქნა. 52-ე წუთზე ლაშა ხაჭაპურიძემ მოედნის სიღრმიდან ზუსტად გაუჭრა ბურთი მარცხენა ფლანგზე ბიჭიკო გედენიძეს, ამან კი უმალ სტუმართა საჯარიმოსკენ გაგზავნა, სადაც ბოხუამ სპარტაკელ მცველებს დაასწრო და „დუბლი“ მიითვალა. ამის შემდეგ „სპარტაკი“ ბევრს ეცადა თამაშის გადარჩენას, მეტოქეს დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ სამტრედიელებმა დაცვა გაამაგრეს და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.

„სამტრედია“ – „სპარტაკი“ (ცხინვალი) 2:1(1:1)

სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე“. 24 აპრილი. 16.00 საათი. 300 მაყურებელი

„სამტრედია“: კეკელიძე, გოგია(კ), ხაჭაპურიძე, დვალიშვილი, რუხაძე, კერძევაძე, ჟვანია, მელქაძე, სამსეიშვილი (ნინუა, 76), გედენიძე (ჩხიკვაძე, 85), ბოხუა (ზ. ხაჭიპერაძე, 66)

მთავარი მწვრთნელი: დავით ჭელიძე

„სპარტაკი“: ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, თვალავაძე, ლემონჯავა, შონია(კ), ბურძენაძე (კაკაშვილი, 64), მგელაძე, ნარიმანიძე (ხიზანეიშვილი, 60), კემუხტაშვილი (მაქაცარია, 68), მეტრეველი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

გოლი: 0:1 თვალავაძე(22), 1:1, 2:1 ბოხუა (38, 52)

გაფრთხილება: ჟვანია(45), გოგია(75), კერძევაძე(79)

მსაჯები: ხ. გაგნიძე, დ. კვეტენაძე, თ. ბედუკაძე, ზ. ანიაშვილი

 

1

სპარტაკი (ცხინვალი) 

23

18

2

3

58    12

56

2

ლოკომოტივი (თბილისი)  

25

15

5

5

61    26

50

3

სამგურალი (წყალტუბო) 

25

13

7

5

54    33

46

4

სამტრედია

25

14

4

7

42    31

46

5

შუქურა (ქობულეთი) 

23

14

3

6

42    18

45

6

კოლხეთი (ხობი)  

24

14

2

8

31   24

44

7

ალგეთი (მარნეული)

24

10

3

11

37   41

33

8

მერცხალი (ოზურგეთი)

24

4

8

12

29   41

20

9

ლიახვი (აჩაბეთი) 

25

3

6

16

23   57 

15

10

ადელი (ბათუმი)

25

4

1

20

25   67

13

11

ჩხერიმელა (ხარაგაული)

25

4

1

20

25   77

13


ავტორის ფოტოები


0.112589