ფეხბურთი

19:16 | 19.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

სპარინგი ზოოვეტთან
თურქული შეკრებიდან დაბრუნებული დინამოელები სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს განაგრძობენ. დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა სპარინგ მატჩი ზოოვეტის წინააღმდეგ გამართა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს, 15–ე წუთზე საკუთარი გუნდი შორეული დარტყმით გიორგი მერებაშვილმა დააწინაურა. 19–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაიზარდა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში კარლეს კოტომ ჩააწოდა, დასწრებაზე კი მისმა თანამემამულე ჩისკომ ზუსტად ითამაშა – 2:0, გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ. მატჩის მეორე ნახევარიც პირველი ტაიმის სცენარით წარიმართა. დინამოელთა მორიგი შეტევა და პენალტი ზოოვეტის კარის მიმართულებით, 47–ე წუთზე ჩისკომ დუბლის შესრულება მოახერხა – 3:0. დინამოელებმა მორიგი გოლი 55–ე წუთზე გაიტანეს, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ჯაბა დვალს მეტოქი კარის აღება არ გასჭირვებია – 4:0. დინამოს ესპანელ ლეგიონერს, ჩისკო მუნიოსს 78–ე წუთზე ჰეთთრიქის შესრულება შეეძლო, იგი კვლავ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა ამჯერად მეკარემ კუთხე გამოუცნო და მოიგერია, დამატებაზე კი მისი დარტყმული მცირედით ასცდა კარს. სპარინგ შეხვედრის საფინალო ანგარიში 84–ე წუთზე დაფიქსირდა, გოლი შეცვლაზე შემოსულმა დავით ხოჭოლავამ გაიტანა – 5:0.

დღევანდელ სპარინგში დუშან უჰრინის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ლორია (ზარქუა 62’), მილხრაუმი (გლიშიჩი 69’), შაშიაშვილი, პაპავა, დვალი (შინდაგორიძე 66’), კვარაცხელია (გველესიანი 81’), მენდი (სეთურიძე 46’), გრაიციარი (ჯიღაური 81’), კოტო (ტატანაშვილი 81’), ჩისკო (ხოჭოლავა 81’), მერებაშვილი

 

http://fcdinamo.ge

თეგებიდინამო
0.129477