კალათბურთი

21:43 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმმა” ორი ლეგიონერი დაიმატა

სუპერლიგის მონაწილე “სოხუმმა” ორი ლეგიონერი, სერბი გამთამაშებელი პეტარ ივანიჩი და მალტის მოქალაქე, უკანახაზელი ჯოშუა ჯეკსონი დაიმატა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

ვინც თვალს ადევნებს სუპერლიგის მატჩებს, უთუოდ ემახსოვრება, რომ ჯეკსონი “სოხუმში” 2011-12 წლების სეზონის პლეი ოფშიც თამაშობდა. იგი 1985 წელს არის დაბადებული, სიმაღლე – 189 სმ. შეუძლია ითამაშოს როგორც პირველ, ასევე მე-2 ნომრებზე. საქართველოს გარდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში (კვიპროსი, მალტა, რუმინეთი...) აქვს ნათამაშები.

რაც შეეხება ივანიჩს, ის საქართველოში პირველად ითამაშებს.

http://www.interperformances.com/basket/detail_player_a.php?id=1124

http://www.interperformances.com/basket/detail_player_a.php?id=973

0.122824