დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯებულმა, “სოხუმმა” მესამე ლეგიონერი, ამერიკელი მძიმე ფორვარდი ჯერემი სიმონსი (11.08.89) დაიმატა, რომელსაც თამაში ცენტრის პოზიციაზეც შეუძლია.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ “სოხუმი” კარგ ფორმაში იმყოფება. გუნდმა 2013-14 წლების სეზონი კარგად დაიწყო - დუდუ დადიანის მემორიალი დამსახურებულად მოიგო.
აღნიშნულიდან გამომდინარე , “სოხუმი” 2013-14 წლების სეზონში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად ითვლება.
შეგახსენებთ, რომ სიმონსამდე “სოხუმმა” ჯოშუა ჯექსონი (აშშ, მალტა), პეტერ ივანიჩი (სერბეთი), ბექა ბექაური და ირაკლი გაბისონია დაიმატა. ძველი შემადგენლობიდან სერგო ათუაშვილის გარდა ყველა შეინარჩუნა.
http://www.interperformances.