საქართველოს თასის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში, “ბათუმი-რსუს” დამაჯერებელი ანგარიშით 109:86 მოგების მიუხედავად, “სოხუმის” ნახევარფინალში თამაში სათუოა, რადგან ეს გუნდი ფინანსური პრობლემების გამო საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ბათუმშია დაგეგმილი, წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” კაპიტანმა ირაკლი ჩლაიძემ განუცხადა:
“კალათბურთელებს 4 თვეა ხელფასი არ მიგვიღია. გუნდში უკიდურესად რთული სიტუაციაა ფინანსების მხრივ. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ 2 თვის წინ ისესხა 15 000 ლარი და ამ თანხით დაფარა კლუბის გარკვეული ხარჯები. ეხლა ბათუმში გასამგზავრებლად და დასაბრუნებლად თანხა არ არის. თასის პირველი თამაში ჩავატარეთ, რადგან თბილისში იყო დაგეგმილი. ბათუმშიც ვითამაშებდით, მაგრამ თუ სიტუაცია არ გამოსწორდა ალბათ ვერ წავალთ. ჩვენი მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობა სათუოა. იმედია კლუბის მეპატრონე და პრეზიდენტი ბატონი მინდია გულუა გამოასწორებს ამ სიტუაციას” – გვითხრა ჩლაიძემ.