კალათბურთი

20:58 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმი” არ ნებდება და იგებს

“დინამო” პირველი წრის გამარჯვებულია

  მართლაც რომ ბევრი დაკარგა კალათბურთის იმ გულშემატკივარმა, რომელმაც დღეს სპორტის სასახლის ტრიბუნებიდან ჩვენი სუპერლიგის 2 მატჩს არ მიადევნა თვალი. “არმია”-“ქუთაისისა” და “შსს აკადემია”-“სოხუმის” მატჩებს არც დაძაბულობა დაჰკლებია, არც კვანძის გახსნა და არც დრამატიზმი. სწორედ ასეთი თამაშებისთვის უყვარს ასეულ მილიონობით ადამიანს კალათბურთი, ჩვენ კი სპორტის ქართველ ქომაგებს ვურჩევთ და მოვუწოდებთ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებს დაესწრონ. ამით ისინი კალათბურთელებს მეტ საასპარეზო სტიმულს მისცემენ და ტრიბუნებზე მსხდომნი არც თავად მოიწყენენ.

ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილი “სოხუმი” საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიასთან” ფავორიტად 2 მიზეზის გამო ითვლებოდა. ჯერ ერთი, მიმდინარე სუპერლიგაში სოხუმელებს მეტოქესთან შედარებით უფრო სოლიდური შემადგენლობა ჰყავთ და მეორეც, ტრადიციულად ისინი აკადემიელთათვის უხერხულ მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდნენ.

თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ მეორე-მესამე მეოთხედებში “შსს აკადემიის” უპირატესობა გამოიკვეთა და განვითარდა. დიდ შესვენებამდე სოხუმელებმა ქულათა უარყოფითი სხვაობა ხუთამდე დაიყვანეს (არჩილ ჟღენტის გუნდი 12 ქულასაც იგებდა) და თითქოს ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც მიაღწიეს, მაგრამ მესამე პერიოდი მათთვის კატასტროფულად დაიწყო და წარიმართა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბექა ჩიკვილაძემ, რევაზ როგავამ და მერაბ ბოქოლიშვილმა ზედიზედ სამჯერ გაისროლეს ზუსტად პერიმეტრს მიღმიდან, რასაც როგავამ ორქულიანიც მიამატა და სხვაობამ 16-ს (52:36) მიაღწია. მატჩისთვის განკუთვნილ მესამე ათწუთიან მონაკვეთში აკადემიელებს ლამის ყველაფერი გამოსდიოდათ, პერიოდის მსვლელობისას ორჯერ უპირატესობამ 22 ქულას მიაღწია და მიუხედავად იმისა, ბოლო წამებზე “სოხუმმა” სხვაობა 14-მდე (ჟოშუა ჯექსონის, გრიგოლ შვანგირაძისა და ნიკა მეტრეველის მცდელობით) რომ დაიყვანა (56:70), ბევრს საქმე მაინც მომთავრებულად მოეჩვენა.

თუმცა, ამგვარად არ იყვნენ განწყობილი “სოხუმის” მწვრთნელები და მოთამაშეები. ვახტანგ ქადარია და ჯექსონი მეთოდურად აგროვებდნენ ქულებს და მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთითა და 20 წამით ადრე მოქმედი ჩემპიონი უკვე ქულას აგებდა (70:71). დასკვნით მეოთხედში აკადემიელები 7 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ქულის მოპოვებას, რასაც მათი გამოცდილი ტანმაღალი მოთამაშეების, დავით უგრეხელიძისა და ილია ლონდარიძის, 5-5 პერსონალური ჯარიმა მოჰყვა. ჟღენტის შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფარ-ხმალი ბოლომდე არ დაყარეს, თუმცა პრაქტიკულად შეუცვლელად მოთამაშე ჩიკვილაძის, ბოქოლიშვილისა და როგავას დაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა. საბოლოოდ “სოხუმმა” 10 ქულის სხვაობით მოიგო (89:79), თუმცა, საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო გამოსახული (79:79).

სოხუმელებს მებრძოლი ხასიათი წინა ჩემპიონატებშიც არაერთხელ გამოუვლენიათ და მიუხედავად მატჩის მსვლელობისას დაშვებული მრავალი შეცდომისა, დღესაც ვაჟკაცურად ითამაშეს. მათ სავსებით დაიმსახურეს 2 ქულა, მაგრამ აკადემიელებს რომ მოეგოთ, გამარჯვება მათთვისაც ალალი იქნებოდა. რა გაეწყობა, ასეთია სპორტული ცხოვრება – მოგებას და დამარცხებას შორის ხშირად მცირედი ზღვარია. 

რეგულარული პირველობის პირველი წრის ერთ-ერთმა ცენტრალურმა შეხვედრამ კი მოლოდინი გაამართლა. წინასამატჩოდ არმიელთა დამრიგებელმა კოტე ტუღუშმა და ქუთაისელთა მწვრთნელმა მედეა მხეიძემ შეხვედრის მაღალ პრაქტიკულ მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მეტად დაძაბული ორთაბრძოლაც იწინასწარმეტყველეს. დამრიგებელთა, გულშემატკივართა და სპეციალისტთა მოლოდინი გამართლდა. პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში გადამწყვეტ უპირატესობას ვერცერთმა გუნდმა ვერ მიაღწია და გამარჯვებული დრამატულმა ბოლო წამებმა გამოავლინა. საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე “ქუთაისის” ყოფილმა უკანახაზელმა თეიმურაზ ბაბუნაშვილმა სამქულიანი ზუსტად გაისროლა, ანგარიში 70:68 გახადა, მისმა ექსპარტნიორებმა კი დარჩენილ დროში შედეგიანი იერიში ვერ განახორციელეს. ამ მატჩშიც მოგებას ორივე გუნდი იმსახურებდა. არმიელთა მოგება კი დიდწილად დასკვნით წუთებში კარგად მოთამაშე გიორგი შარაბიძემ განაპირობა (მეოთხე პერიოდში მის ანგარიშზე 11 ქულაა). მოგებულთაგან გიორგი ჯგერენაიასა და ბექა წივწივაძესაც გამოვარჩევდით. ტუღუშის შეგირდების მოგება მით უფრო წონადია იმის ფონზე, რომ ზურგის ტრავმის გამო ვერ ითამაშა მიხეილ ბერიშვილმა, ჩვენ მიერ ნახსენებმა წივწივაძემ კი ფინიშამდე ოთხიოდე წუთით ადრე ფეხი იღრძო და ბოლო წუთები სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

 “ქუთაისს” რაც შეეხება, შეხვედრის მსვლელობისას ტრავმა მიიღო რევაზ დიდიამ, რამაც მათ თამაშზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამასთან, მატჩის ყველაზე შედეგიანმა კალათბურთელმა დავით ბარბაქაძემ მეორე ტაიმში შვიდივე სამქულიანი ააცილა (პირველ ნახევარში სამიდან ორი მცდელობა შედეგიანი ჰქონდა). 24 ქულის მომგროვებელ ბარბაქაძე-უფროსს მისი გუნდის წაგებაში ბრალს ნამდვილად ვერ დავწამებთ, მაგრამ პერიმეტრს მიღმიდან მისი ერთი ტყორცნაც ზუსტი რომ გამოსულიყო...

მოლოდინისამებრ, “დინამომ” იოლად დაამარცხა “ოლიმპი” და რეგულარული ჩემპიონატის პირველი წრის დასასრულამდე ერთი ტურით ადრე საწყის ეტაპზე გამარჯვება გაინაღდა. დასკვნით ტურში პირველი წრის გამარჯვებული, ირაკლი ხოშტარიას “დინამო” ქუთაისს ეწვევა და ამ მატჩსაც დიდი პრაქტიკულ-ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს.  

სუპერლიგის რეგულარული პირველობის პირველი წრის დასკვნით ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

13 დეკემბერი

“რუსთავი” –“ოლიმპი”

“ქუთაისი” – “დინამო” 

14 დეკემბერი

“შსს აკადემია” – “ბათუმი რსუ”

“არმია” – “სოხუმი”

 

ქ. თბილისი მაკაბი 59 - 94 რუსთავი 07.12.13, 11:45
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
მაკაბი 25 10 13 11 59
რუსთავი 29 21 26 18 94
მაკაბი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი ტეტელაშვილი * 29:57 0 1 0 0 1 0 1 2 50 0 3 3 4 1 2 1 0 1
5 გელა გულმაგარაშვილი 12:48 2 2 100 0 0 0 2 2 100 0 0 0 0 3 1 0 0 6
6 სანდრო მეგენეიშვილი * 21:59 0 2 0 0 2 0 2 2 100 0 3 3 2 2 1 0 0 2
7 ლევან სულაბერიძე 02:55 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 0 2
8 ლაშა ელბაქიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 მაიზერ რევაზაშვილი * 31:42 3 7 42.9 0 2 0 0 0 0 0 1 1 1 3 0 0 0 6
10 გუგა პატარაია 10:03 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 2 0 0 0 0
11 ირაკლი სარიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
13 ირაკლი ბეშქენაძე 08:18 1 3 33.3 0 0 0 0 0 0 3 3 6 1 1 1 0 0 2
15 ლევან რევაზაშვილი * 40:00 5 12 41.7 1 9 11.1 6 6 100 1 6 7 2 3 5 2 1 19
21 გიორგი ფერიაშვილი * 37:05 8 14 57.1 0 0 0 5 5 100 1 2 3 0 4 4 1 2 21
23 გიორგი ნანიტაშვილი 05:13 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
1 0 1 0 0 0 0 0 0
20 43 46.51 1 14 7.14 16 17 94.12 6 21 27 11 22 14 4 3 59
 
რუსთავი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზურა მაჭავარიანი * 24:46 4 7 57.1 1 3 33.3 0 1 0 1 2 3 2 3 2 1 0 11
5 გაგა არაბული 13:44 1 1 100 0 0 0 0 0 0 1 0 1 1 1 1 0 0 2
7 დავით არწივიძე * 24:56 0 1 0 3 5 60 0 0 0 0 3 3 0 1 0 1 0 9
8 ლევან ხმელიძე * 21:44 2 8 25 0 1 0 1 3 33.3 4 4 8 7 0 1 2 0 5
9 მალხაზ აბაიშვილი 09:18 0 0 0 1 4 25 0 0 0 0 0 0 1 2 0 0 0 3
10 რევაზ ჩაჩანიძე 19:17 2 5 40 3 6 50 2 2 100 1 0 1 1 2 2 1 0 15
11 ირაკლი ალხანაიძე 12:51 4 6 66.7 1 1 100 0 0 0 0 3 3 0 0 3 1 0 11
12 გიორგი ყველაშვილი * 17:47 5 9 55.6 0 0 0 0 1 0 5 1 6 0 3 1 0 0 10
14 დავით გუგავა 12:04 3 4 75 0 0 0 0 0 0 3 0 3 0 1 0 0 0 6
15 ზაზა გაგნიძე 06:15 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 0 0 0
20 დავით მაისურაძე 11:06 1 2 50 0 1 0 2 4 50 0 4 4 0 1 1 0 0 4
21 სერგო ათუაშვილი * 26:12 5 7 71.4 0 2 0 8 11 72.7 5 9 14 1 2 3 1 1 18
3 2 5 0 0 0 0 0 0
27 51 52.94 9 23 39.13 13 22 59.09 23 29 52 13 17 15 7 1 94
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი, მიხეილ ვართანოვი

კომისარი: გია სანაძე

 

ქ. თბილისი არმია 70 - 68 ქუთაისი 07.12.13, 14:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
არმია 19 16 13 22 70
ქუთაისი 17 18 19 14 68
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 16:56 2 2 100 1 3 33.3 1 2 50 0 2 2 0 2 1 0 0 8
5 ზვიად ბაბიაშვილი 06:03 0 2 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 0 0
6 ანატოლი ბოისა * 31:41 1 4 25 0 3 0 1 1 100 1 4 5 0 4 3 0 0 3
8 ვაჟა ჯანაშია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 ბუბა კვიმსაძე * 24:37 1 2 50 0 1 0 2 2 100 1 2 3 3 3 4 2 0 4
10 ილია შიოლაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გიორგი ჯგერენაია * 22:30 6 9 66.7 0 0 0 3 4 75 4 4 8 0 3 4 0 1 15
13 ბექა წივწივაძე * 32:20 2 4 50 2 6 33.3 4 4 100 0 4 4 3 2 2 1 1 14
14 ჟოლივეტ ტუჯანი 21:36 3 6 50 0 0 0 0 0 0 5 4 9 4 0 1 2 0 6
23 გიორგი შარაბიძე * 28:11 6 10 60 0 1 0 5 5 100 4 4 8 0 2 6 0 1 17
33 ტატო ჩაჩიბაია 12:13 0 3 0 1 3 33.3 0 0 0 0 1 1 2 0 1 1 0 3
55 ირაკლი კეიდია 03:53 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 1 1 0 1 1 1 0 0
2 4 6 0 0 0 1 0 0
21 42 50.00 4 18 22.22 16 18 88.89 17 31 48 12 17 25 7 3 70
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 31:43 1 4 25 1 9 11.1 0 0 0 1 2 3 7 4 2 3 0 5
6 ლევან გრძელიძე 11:16 1 1 100 0 2 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 0 0 2
7 რევაზ დიდია * 14:06 0 4 0 0 3 0 0 0 0 3 1 4 1 1 0 0 0 0
8 ლევან ცეკვავა * 37:01 5 9 55.6 1 4 25 0 0 0 2 0 2 3 3 5 1 0 13
9 დიმიტრი დვალიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 02:55 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 1 0 0 0
13 დავით ბარბაქაძე 30:58 6 8 75 2 10 20 6 6 100 3 3 6 0 2 1 2 2 24
14 ავთანდილ ლომინაშვილი 24:47 2 10 20 0 0 0 0 0 0 2 3 5 1 4 2 1 0 4
15 გიორგი ბარბაქაძე * 17:11 0 0 0 1 3 33.3 0 0 0 3 5 8 1 2 2 0 0 3
21 აკაკი დვალიშვილი * 30:03 6 10 60 0 0 0 5 5 100 4 3 7 1 4 0 1 1 17
22 ბექა ქორიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 უჩა გამრეკლიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 1 2 0 0 0 1 0 0
21 46 45.65 5 31 16.13 11 11 100.00 20 18 38 16 20 14 8 3 68
 

 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე,დავით ბერიშვილი, ირაკლი ბერიშვილი

კომისარი: როლანდ ხომერიკი 


ქ. თბილისი შსს აკადემია 79 - 89 სოხუმი 07.12.13, 16:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
შსს აკადემია 18 23 29 9 79
სოხუმი 19 17 20 33 89
შსს აკადემია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
5 თორნიკე ქიტოშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 ბექა ჩიკვილაძე * 35:03 2 9 22.2 5 12 41.7 2 4 50 1 4 5 2 3 2 2 0 21
7 ლექსო ლაფანაშვილი 05:20 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 2 2 0 1 0 0 0 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 38:38 4 7 57.1 2 3 66.7 5 8 62.5 2 4 6 4 2 4 1 0 19
9 ილია ლონდარიძე * 25:03 3 8 37.5 0 1 0 1 1 100 2 5 7 3 5 1 0 4 7
11 ლერი კვანტალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
15 ლევან ლოლიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 აკაკი ლომოური 26:56 3 4 75 1 4 25 0 0 0 1 4 5 1 4 1 0 1 9
22 დავით უგრეხელიძე * 16:32 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 5 0 1 1 0
23 შოთა გელაზონია 06:09 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 3 0 0 0 0
30 რევაზ როგავა * 34:27 7 8 87.5 2 6 33.3 3 5 60 0 6 6 7 2 5 1 1 23
33 კოკა ტომარაძე 11:52 0 2 0 0 1 0 0 0 0 2 0 2 0 1 0 0 0 0
0 1 1 0 0 0 1 0 0
19 38 50.00 10 28 35.71 11 18 61.11 8 28 36 18 26 14 5 7 79
 
სოხუმი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ნიკა მეტრეველი * 32:19 9 15 60 0 1 0 4 4 100 3 7 10 1 2 3 0 1 22
5 პეტერ ივანიჩი * 25:48 1 4 25 0 3 0 4 5 80 0 1 1 6 3 4 2 0 6
6 შოთა გოლეთიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
8 გელა კოპალიანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 გრიგოლ შვანგირაძე * 31:35 0 1 0 2 8 25 0 0 0 2 2 4 3 0 2 3 0 6
12 ირაკლი გაბისონია 04:32 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0 0
13 რატი ბააკაშვილი 14:12 0 2 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 3 0 0 0 0
14 ვახტანგ ქადარია 18:12 4 6 66.7 0 1 0 5 5 100 1 4 5 1 5 0 1 1 13
21 ჯერემი საიმონსი * 25:41 2 6 33.3 2 4 50 3 4 75 5 3 8 1 1 1 0 0 13
22 დავით დეკანოიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ბექა ბექაური 07:41 0 1 0 0 2 0 0 0 0 0 2 2 0 1 1 0 0 0
55 ჯოშუა ჯეკსონი * 40:00 6 9 66.7 4 8 50 5 6 83.3 2 8 10 4 2 1 1 0 29
1 0 1 0 0 0 0 0 0
22 44 50.00 8 28 28.57 21 24 87.50 14 27 41 18 17 12 7 2 89
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე, გურამ მიქელაძე

კომისარი: როლანდ ხომერიკი

 

ქ. თბილისი ოლიმპი 60 - 104 დინამო 07.12.13, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამ  
ოლიმპი 10 15 28 7 60
დინამო 22 25 25 32 104
ოლიმპი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ირაკლი გულისაბედაშვილი * 27:33 6 11 54.5 1 9 11.1 0 0 0 2 1 3 4 1 1 7 0 15
5 ბექა ნადირაძე 08:55 1 2 50 0 1 0 0 0 0 2 1 3 0 0 0 0 0 2
6 გეგი ბაქრაძე 25:01 5 9 55.6 0 0 0 1 2 50 4 1 5 0 4 1 2 1 11
7 ირაკლი მიქელაძე 01:20 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0
8 ტარიელ თავართქილაძე * 17:34 0 0 0 1 5 20 0 0 0 0 2 2 0 0 2 0 0 3
9 ნოდარ გოგოძე 24:33 1 5 20 2 4 50 0 0 0 0 3 3 4 2 3 1 0 8
10 გიორგი ხანიაშვილი 24:05 7 13 53.8 0 3 0 1 2 50 1 4 5 2 3 4 3 0 15
11 ნოდარ თენიეშვილი * 30:14 2 6 33.3 0 3 0 0 0 0 2 4 6 2 3 1 1 1 4
13 რევაზ ათანელიშვილი * 17:26 1 2 50 0 1 0 0 0 0 0 2 2 0 1 2 1 0 2
21 თემურ ფხაკაძე 09:48 0 0 0 0 1 0 0 0 0 1 0 1 0 0 0 0 0 0
24 დავით ხიზანიშვილი * 05:21 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 0 0
30 ირაკლი ლომიძე 08:10 0 2 0 0 3 0 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 0 0
0 4 4 0 0 0 0 0 0
23 51 45.10 4 31 12.90 2 4 50.00 12 23 35 12 17 16 15 2 60
 
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 31:39 3 8 37.5 2 5 40 2 2 100 0 3 3 10 1 6 2 0 14
5 იოსებ ლეჟავა 14:10 0 0 0 0 2 0 0 0 0 0 2 2 4 1 1 3 0 0
6 ქიენ კარტერი * 33:23 9 13 69.2 0 3 0 4 6 66.7 4 8 12 3 1 1 3 1 22
7 ბესიკ ლეჟავა * 25:50 2 4 50 4 8 50 0 0 0 2 5 7 4 0 2 0 0 16
8 გიორგი ვახანია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 იოსებ ბიბილური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ზეზვა ლილუაშვილი 08:21 0 0 0 1 2 50 0 0 0 0 2 2 0 1 1 1 0 3
11 სტევან მილოშევიჩი 19:48 7 11 63.6 0 0 0 2 3 66.7 2 11 13 1 0 3 1 2 16
12 მილოშ პესიჩი 16:10 2 5 40 0 3 0 3 3 100 2 3 5 2 2 1 0 0 7
13 მიხეილ ჭოჭუა 28:23 4 7 57.1 2 2 100 0 0 0 1 3 4 6 1 1 1 1 14
15 ზვიად ანთაძე * 10:39 3 3 100 0 1 0 4 5 80 3 0 3 0 1 0 1 0 10
20 გიორგი ორმოცაძე * 11:37 1 1 100 0 1 0 0 0 0 3 1 4 1 1 0 1 0 2
1 4 5 0 0 0 0 0 0
31 52 59.62 9 27 33.33 15 19 78.95 18 42 60 31 9 16 13 4 104
 
 დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი, გურამ მიქელაძე

კომისარი: როლანდ გელოვანი 

 

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 დინამო 7 7 / 0 625 / 449 14
2 არმია 7 6 / 1 560 / 458 13
3 ბათუმი-რსუ 7 5 / 2 626 / 557 12
4 ქუთაისი 7 5 / 2 609 / 478 12
5 სოხუმი 7 4 / 3 565 / 491 11
6 შსს აკადემია 7 3 / 4 490 / 529 10
7 ოლიმპი 7 1 / 6 512 / 614 8
8 რუსთავი 7 1 / 6 460 / 583 8
9 მაკაბი 8 0 / 8 556 / 844 8

 

www.superleague.ge-ს სტატისტიკური მონაცემები

0.218598