სუპერლიგის ერთ-ერთი ტანმაღალი კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი სოსო შერმადინი (08.01.85, 208 სმ, 115 კგ), ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და თასის მფლობელ “შსს აკადემიაში” ვარჯიშობს. გააფორმებს თუ არა “შსს აკადემია” კონტრაქტს შერმადინთან, ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად სოსო შერმადინმა განუცხადა.
შეგახსენებთ, შერმადინი “შსს აკადემიაში” 2009-11 წლებშიც თამაშობდა, “ძალოვნების” გარდა იგი საქართველოს სხვა გუნდებშიც (“თბილავიამშენი”, თსუ, “მაკაბი”...) გამოდიოდა. ბოლოს, 2012-13 წლების სეზონში, სოსო შერმადინი სტუ-ში გამოდიოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით გუნდი სეზონის დასრულებამდე დატოვა.