ფეხბურთი

17:03 | 19.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “დანაკლისი დიდია, მაგრამ შევსებას როგორღაც ვახერხებთ”

ჯიღაური, თევდორაძე და წინამძღვრიშვილიც “ჩიხურაში”


საჩხერის “ჩიხურა” 24 ივნისს შეიტყობს ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქის ვინაობას, მანამდე კი გუნდი მზადებას აგრძელებს. როგორც მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, “ჩიხურა” 27 ან 28 ივლისს გორის “დილას” შეხვდება ამხანაგურში.

რაც შეეხება გუნდიდან წასულებს, ესენი არიან: მეკარე სომხიშვილი, დიღმელაშვილი, საჯაია, გოცირიძე, ბაკურაძე, შარაშენიძე და ძამსაშვილი.

სავარაუდო წამსვლელებიდან “ჩიხურაში” დარჩენა ამჯობინეს დავით ოდიკაძემ და გიორგი რეხვიაშვილმა, ხოლო ახალწვეულებს რაც შეეხება, ესენი არიან: ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური (თბილისის “დინამოდან” განათხოვრებით), ფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონიდან”), ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედოდან”) და მეკარე რევაზ თევდორაძე (ბაქოს “ინტერიდან” დაბრუნდა).

ფრუიძე: - რამდენიმე ფეხბურთელი ისინჯება. მათ დატოვება-არდატოვებაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ.

-       ანუ, წინა სეზონთან შედარებით, შემადგენლობა შესუსტებული იქნება?

-       შესაძლოა, ფეხბურთელთა რაოდენობა ნაკლები იყოს, მაგრამ ჩვენთვის ეს კონტინგენტიც არ იქნება ცუდი. უფრო გაახალგაზრდავებაზე მიდის მუშაობა.

-       შეკრებაზე წასვლას ვერ მოასწრებთ.

-       ასეა. ვაპირებდით თურქეთში, თუმცა დრო აღარ გვაქვს. როგორც შევიტყვეთ, ჩვენ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვიწყებთ და 4 ივლისს უკვე პირველი თამაში გვიწევს. საჩხერეში ვემზადებით.


0.124398