სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

3:56 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„სოსიედადს“ თამაშის მოტრიალება არ დაანებეს

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 26–ე ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი სან–სებასტიანში შედგა, სადაც ადგილობრივი „სოსიედადი“ „ბეტისს“ დაუზავდა.

სტუმრებმა მატჩი კარგად დაიწყეს და ორბურთიან უპირატესობასაც მიაღწიეს, მაგრამ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლეს. 29–ე წუთზე, ხორხე მოლინა ჟოელ კემპბელის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთის კარის ბადეში გახვევა არ გასჭირვებია. პირველ ტაიმში, ანგარიში აღარ შეცვლილა, დასკვნით 45 წუთში კი, გულშემატკივრები 5 გოლის მომსწრენი გახდნენ.

მეორე ტაიმის დებიუტში, სევილიელთა უპირატესობა დორლან პაბონმა გაზარდა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. ორიოდ წუთში, „სოსიედადის“ ფორვარდმა კარლოს ველამ „ბეტისის“ მცველების უხეირო თამაშით ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, სულ მალე კი, ინიგო მარტინესის გოლის წყალობით, წონასწორობაც აღდგა – 2:2.

მეტიც, 62–ე წუთზე, „სოსიედადი“ ხაბი პრიეტოს პენალტით დაწინაურდა კიდეც და გამოვიდა, რომ მასპინძლებმა თამაში 0:2–დან, სულ რაღაც 10 წუთში მოატრიალეს. სან–სებასტიანელთათვის სამწუხაროდ, 66–ე წუთზე პაბონმა დუბლის შესრულება მოახერხა და მატჩიც ფრედ – 3:3 დასრულდა.

„ესპანიოლი“–„ვალიადოლიდისა“ და „მალაგა“–„ატლეტიკოს“ მატჩები“სიმშრალით“ გამოირჩა. ვერცერთმა მათგანმა გოლის გატანა ვერ შეძლო და, შესაბამისად, ოთხივე გუნდმა თითო ქულა ჩაიწერა აქტივში. განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევდა „მალაგასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი, მაგრამ შეიძლება ითქვას, გულშემატკივრებს იმედი გაუცრუვდათ. სამაგიეროდ, გაიხარეს „მალიორკას“ ქომაგებმა, რომელთა საყვარელმა კლუბმაც „გრანადა“ მისსავე კედლებში დაამარცხა (2:1).

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 1800

გრანადა – მალიორკა 1:2 (1:1)

გრანადა: ტონიო, სიკეირა, მაინსი, ლოპესი, ბუენანოტე (ტორჟე 87), ორტისი, რიკო, რესიო, ნოლიტო (ბრაიმი 66), იგალო (ელ–არაბი 73), არანდა.

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

მალიორკა: ავატი, ჰატონი, ნუნეში, კონსეისანი, ლუნა, ტისონე (მარკესი 81), მარტი, პინა, კასადესუსი (ჰემედი 71), ალფარო (პერეირა 86), დოს სანტოსი.

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

გოლები: 1:0 ნოლიტო (9), 1:1 ალფარო (13), 1:2 ჰემედი (90)

გაფრთხილებები: იგალო (33) – ლუნა (35), ჰატონი (87)

არში დარტყმა: 10 (5) – 6 (6) ჯარიმა: 19 - 19 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 1 - 3 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 3 – 4

 

ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 27000

ესპანიოლი – ვალიადოლიდი 0:0

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო (გომესი 37), მორენო, კაპდევილია, როდრიგესი, ლოპესი, სანჩესი, ვერდუ, სიმაუ, ლონგო (ვაკასო (46), გარსია.

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

ვალიადოლიდი: ერნანდესი, რუკავინა, სერენუ, ბალენსიაგა, რუედა, ალვარო, სასტრე, ომარი, ლარსონი, ბუენო (ოსკარი 67), მანუშუ (80).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გაფრთხილება: ლარსონი (48)

არში დარტყმა: 8 (0) – 5 (2) ჯარიმა: 9 - 15 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 2 – 0

 

მალაგა. „ლა როსალედა“. 27000

მალაგა – ატლეტიკო 0:0

მალაგა: კაბალიერო, დემიკელისი (ლუგანო 63), ველიგტონი, ანტუნეში, ხამესი, სანჩესი (იტურა 66), ტულალანი, ისკო (ფერნანდესი 73), პორტილიო, პიასონი, სანტა კრუსი.

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, ხუანფრანი, სუარესი, თურანი, როდრიგესი (გარსია 67), კოკე, ფალკაო, კოსტა (ადრიანი 62).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გაფრთხილებები: ველიგტონი (34), ტულალანი (86) –  ხუანფრანი (17), სუარესი (38), კოსტა (58), კოკე (81)

არში დარტყმა: 5 (2) – 11 (2) ჯარიმა: 16 - 21 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 2 – 4

 

სან–სებასტიანი. „ანოეტა“.

სოსიედადი – ბეტისი 3:3 (0:1)

სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, პრიეტო (იფრანი 80), სურუტუსა (პარდო 73), ბერგარა, გრიზმანი, აგირეჩე, ველა.

მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე

ბეტისი: ადრიანი, ნაჩო, ლოპესი, მარიო, ამაია, ბენიატი (ჩიკა 83), კანიასი, კარლოსი (კასტრო 63), მოლინა, პაბონი, კემპბელი (ნონო 72).

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 0:1 მოლინა (29), 0:2 პაბონი (49), 1:2 ველა (51), 2:2 მარტინესი (56), 3:2 პრიეტო (62პ.), 3:3 პაბონი (66)

გაფრთხილებები: მარტინესი (36) – კემპბელი (38), ბენიატი (42), ლოპესი (61), კანიასი (72)

არში დარტყმა: 8 (8) – 12 (5) ჯარიმა: 9 - 15 კუთხური: 12 - 4 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 2 – 5

 

1. ბარსელონა 26 22 2 2 83:30 68
2. ატლეტიკო 26 18 3 5 48:23 57
3. რეალი 26 17 4 5 64:24 55
4. მალაგა 26 12 7 7 37:24 43
5. ვალენსია 26 12 6 8 38:39 42
6. სოსიედადი 26 11 8 7 44:34 41
7. ბეტისი 26 12 4 10 37:38 40
8. ხეტაფე 26 11 5 10 37:44 38
9. რაიო 26 12 2 12 34:43 38
10. ლევანტე 26 10 5 11 32:40 35
11. ვალიადოლიდი 26 9 7 10 34:33 34
12. სევილია 25 9 5 11 34:37 32
13. ესპანიოლი 26 8 8 10 31:35 32
14. ბილბაო 26 8 5 13 31:50 29
15. ოსასუნა 26 7 7 12 22:28 28
16. გრანადა 26 7 5 14 25:38 26
17. სარაგოსა 26 7 4 15 25:38 25
18. სელტა 25 6 5 14 24:32 23
19. მალიორკა 26 5 6 15 26:49 21
20. დეპორტივო 26 3 8 15 29:56 17

 

ბომბარდირები

მესი („ბარსელონა“) – 39, რონალდუ („რეალი“) – 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 21, ველა („სოსიედადი“), სოლდადო („ვალენსია“) – 13, კასტრო („ბეტისი“), – 12.

4 მარტი

სევილია-სელტა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115755