ფეხბურთი

11:34 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადი” შეკრებას ინგლისში გაივლის

სან სებასტიანის “რეალ სოსიედადი”, რომელმაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, წინასასეზონო მზადების ერთ-ერთ ეტაპს ინგლისში გაივლის.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, “სოსიედადი” ინგლისურ შეკრებაზე ივლისის ბოლოს გაემგზავრება და 27-ში “რედინგის” ბაზაზე დაბინავდება. ესპანელებს ინგლისის პრემიერლიგის კლუბებთან სამი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი. 3 აგვისტოს ისინი “ტოტენჰემს” შეხვდებიან, 6-ში - “ნორვიჩს”, ხოლო 10 აგვისტოს - “საუთჰემპტონს”.

სანსებასტიანელები ერთი ამხანაგური მატჩის გამართვას ლისაბონის “სპორტინგთანაც” აპირებენ.

0.122462