ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 33–ე ტურში, სან სებასტიანის „სოსიედადმა“ უშუალო კონკურენტი „ვალენსია“ დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 5 ქულით გაასწრო. სადღეისოდ, ბასკები მე–4 ადგილზე არიან და დიდი შანსია, სეზონის ბოლომდეც შეინარჩუნონ ეს პოზიცია.
„ანოეტაზე“ გამართული მატჩი ფილიპ მონტანიეს გუნდისთვის არასასიამოვნოდ დაიწყო – ვალენსიელთა მთავარმა ვარსკვლავმა რობერტო სოლდადომ, ალი სისოკოს ჩაწოდების შემდეგ, დასწრებაზე კარგად ითამაშა და თავური დარტყმით აიღო „სოსიედადის“ კარი. მასპინძლები მალევე გამოფხიზლდნენ და საქმე ანგარიშის გათანაბრებამდეც მიიყვანეს. 34–ე წუთზე, ინიგო მარტინესმა ჩორი კასტროს პასი დაუფასა და ერთი შეხებით, ეფექტური დარტყმით დაამწუხრა „ღამურები“.
მე–2 ტაიმში, თავად ჩორი კასტროც გამოირჩა გოლით და ბასკები წინ გაიყვანა, მოგვიანებით კი, იმანოლ აგირეჩემ ისარგებლა ხაბი პრიეტოს კარგი ჩაწოდებით და ანგარიში 3:1 გახადა. ვალენსიელებმა უკანასკნელი ძალებით მაინც გაიბრძოლეს და ჟონასის წყალობით, ანგარიშში სხვაობა შეამცირეს – ბრაზილიელმა მეკარის მოგერიებულ ბურთს თავი დაჰკრა და თავის ანგარიშზე მორიგი გოლი ჩაიწერა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, აგირეჩემ დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე 4:2 „აანთო“.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ–ერთი აღმოჩენა „მალაგა“ „ხეტაფეს“ დაუხვდა და 3 ქულა მოიპოვა. მე–40 წუთზე, როკე სანტა კრუსმა ეფექტური თავურით აიღო სტუმართა კარი და თავისი გუნდი შესვენებაზე უპირატესობით გაიყვანა. ამის შემდეგ, ანდალუსიელებს საგოლე მომენტები მრავლად ჰქონდათ და 47–ე წუთზე, ველიგტონის თავურით, ანგარიში 2:0 გახდა კიდეც, რამაც მატჩის ბედი თითქმის ცხადყო. სტუმრებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლეს, ეს კი, საკმარისი არ აღმოჩნა.
გოლები და, შესაბამისად, ქულები გაცვალეს „ვალიადოლიდმა“ და „სევილიამ“, „ესპანიოლი“ კი, საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა „გრანადასთან“.
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 23800
ესპანიოლი – გრანადა 0:1 (0:1)
ესპანიოლი: კასილია, ფორლინი, მორენო, კაპდევილია, სანჩესი (პეტროვი 56), ბაენა, ვერდუ, ლოპესი, ვაკასო, სტუანი, გარსია.
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
გრანადა: რობერტო, ნიომი, დიაკატე, მაინსი, სიკეირა, რიკო, ირინეი, ტორჟე (ორტისი 75), ბრაიმი (იგალო 67), ნოლიტო, ელ–არაბი (არანდა 83).
მწვრთნელი: ლუკას ალკარასი
გოლები: 0:1 ნოლიტო (37)
გაფრთხილებები: კაპდევილია (84) – რობერტო (45)
კარში დარტყმა: 3 (2) – 5 (3) ჯარიმა: 19 - 17 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40%
მალაგა. „ლა როსალედა“. 31100
მალაგა – ხეტაფე 2:1 (1:0)
მალაგა: კაბალიერო, გამესი (კამაჩო 36), სანჩესი, ველიგტონი, დემიკელისი, ელიზეუ, იტურა, მორალესი (დუდა 73), ისკო, ბაპტიშტა, სანტა კრუსი (ხოაკინი 85).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
ხეტაფე: კოდინა, ვალერა, ლოპო, ლოპესი, მანე, ლეონი, ტორესი (ალკასერი 72), როდრიგესი, კასტრო, ბარადა (სარაბია 64), ვასკესი (ლაფიტა 61).
მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა
გოლები: 1:0 სანტა კრუსი (40), 2:0 ველიგტონი (47), 2:1 ვალერა (70)
გაფრთხილებები: იტურა (11), სანტა კრუსი (70), კამაჩო (88) – კასტრო (31), ლოპო (74), სარაბია (90)
კარში დარტყმა: 12 (7) – 14 (4) ჯარიმა: 15 - 10 კუთხური: 3 - 9 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 51% - 49%
ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია“. 17000
ვალიადოლიდი – სევილია 1:1 (1:0)
ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუკავინა, ვალიენტე, ბალენსიაგა, ებერტი, რუედა, ალვარო, ოსკარი, პერესი, ლარსონი (ბუენო 66), გერა.
მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი
სევილია: პალოპი, ნავარო, ფასიო, კოკე, კალა (მორენო 58), მადურო, რეიესი (პუერტო 89), ნავასი, რაკიტიჩი, ერვასი (პეროტი 64), ნეგრედო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0 გერა (41), 1:1 ნეგრედო (62)
გაფრთხილებები: ვალიენტე (61), ებერტი (67) – კალა (3), ერვასი (55)
კარში დარტყმა: 12 (4) – 15 (7) ჯარიმა: 14 - 9 კუთხური: 2 - 8 თამაშგარე: 2 - 3 ბურთის ფლობა: 49% - 51%
სან–სებასტიანი. „ანოეტა“. 28098
სოსიედადი – ვალენსია 4:2 (1:1)
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, კასტრო (სურუტუსა 77), პრიეტო (ანსოტეგი 89), ილიარამენდი (პარდო 88), ბერგარა, აგირეჩე, ველა.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
ვალენსია: ალვესი, კოშტა, მატიე, სისოკო (ვალდესი 80), პერეირა, ალბელდა (გუარდადო 76), ბანეგა, ფეგული (პიატი 72), პარეხო, სოლდადო, ჟონასი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 0:1 სოლდადო (25), 1:1 მარტინესი (34), 2:1 კასტრო (73), 3:1 აგირეჩე (86), 3:2 ჟონასი (90), 4:2 აგირეჩე (90)
გაფრთხილებები: მარტინესი (20), ბერგარა (72), ილიარამენდი (81) – სისოკო (14), მატიე (38), ბანეგა (45), ალბელდა (66)
კარში დარტყმა: 19 (6) – 15 (7) ჯარიმა: 16 - 19 კუთხური: 8 - 7 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 44% - 56%