ფეხბურთი

12:30 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“სოსიედადი” გაძლიერებას დოს სანტოსით გეგმავს

 

ესპანური “რეალ სოსიედადი”, სასწრაფო წესით, კატალონიური “ბარსელონას” მექსიკელ ნახევარმცველ ჯონათან დოს სანტოსის დამატებას გეგმავს.

ბასკები, 23 წლის მექსიკელით, ესტებან გრანეროს შეცვლას გეგმავენ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დონეცკის “შახტართან” (0:2), მუხლქვეშა მყესების მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დაახლოებით ნახევარი წლით დააკლდება.

“სოსიედადის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის გათვალისწინებით, ფიფა მათ დოს სანტოსის დამატების უფლებას მისცემს.

 

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ისტორიაში, მსგავსი პრეცენდენტი უკვე იყო, როდესაც შარშან ოქტომბერში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, “მალიორკას”, “ბარსელონას” მცველ ანდრე ფონტასის განათხოვრების წესით აყვანის უფლება მისცეს. საუბარი ამჯერადაც კატალონიელთა ფეხბურთელის განათხოვრების წესით აყვანაზეა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114969