ფეხბურთი

12:00 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სოსიედადი" ბრავოს 10 მილიონად შეელევა

 

"სოსიედადი" მზადაა კატალონიის "ბარსელონას" 31 წლის მეკარე კლაუდიო ბრავო 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაუთმოს. ესპანური პრესის ცნობით, თავიდან სან სებასტიენელები მეკარეს 30 მილიონ ევროდ ყიდიდნენ, თუმცა ამჯერად თამასას დაუწიეს.

ჩილეს ეროვნული ნაკრების მეკარეს კლუბთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება. გასულ სეზონში კლაუდიომ 37 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაუშვა, ხოლო 12 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

კატალონიის "ბარსელონამ" უკვე დაიმატა გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. "ბლაუგრანას" ინტერესის სფეროში "ტოტენჰემის" ფრანგი დარაჯი უგო ლორისიცაა.

გიორგი ბალახაძე

0.134686