ფეხბურთი

20:56 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სონგი ერთი წლით “ვესტ ჰემში” ითამაშებს

“ბარსელონას” კამერუნელი ნახევარმცველი ალექს სონგი მომდევნო სეზონს “ვესტ ჰემში” გაატარებს. ტრანსფერი ორივე კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

“ბარსელონას” სონგისთვის ახალ კლუბს მთელი ზაფხულის განმავლობაში ეძებდა. კატალონიელებს მისი გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ კამერუნელის მყიდველი არავინ ჩანდა. საბოლოოდ, 26 წლის შუახაზელი “ვესტ ჰემში” გადავიდა, ოღონდ არენდით.

სონგი “ბარსელონაში” 2012 წლიდან თამაშობდა. კატალონიელთა შემადგენლობაში მან 65 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.124903