ფეხბურთი

18:49 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრები მწვრთნელმა მინასიანმა დატოვა

 

სომხეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. ვარდან მინასიანი თავისი ნებით წავიდა თანამდებობიდან – მას კონტრაქტი მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ეწურებოდა და ფედერაცია დარჩენას სთხოვდა, თუმცა თავად მინასიანმა არ მოისურვა.

"ფედერაციის პრეზიდენტ რუბენ აირაპეტიანს დღეს ვესაუბრე. მან დარჩენა შემომთავაზა, თუმცა უარი ვუთხარი და მადლობა გადავუხადე ნდობისთვის. ჩემთვის სომხეთის ნაკრების გაწვრთნა დიდი პატივია, მაგრამ ამ ეტაპზე კარიერის სხვაგან გაგრძელებას ვაპირებ. უცხოეთიდან მაქვს წინადადებები და მინდა, რომ განვიხილო" – თქვა მინასიანმა, რომლის ხელში სომხებს საკმაო პროგრესი ჰქონდათ.

ევრო-2012-ის შესარჩევში სომხებს ერთი ნაბიჯი დააკლდათ პლეი-ოფამდე, გასულ შესარჩევში კი ბოლო ტურამდე ჰქონდათ ასევე პლეი-ოფში გასვლის შანსი.

0.124211