ფეხბურთი

12:18 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთი ბერნარ შალანდს ჩააბარეს

სომხეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – 62 წლის შვეიცარიელი ბერნარ შალანდი. ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში განაცხადა უარი კონტრაქტის განახლებაზე. შალანდის კანდიდატურა კი სომხებისთვის დორტმუნდის “ბორუსიას” თავკაც იურგენ კლოპს ურჩევია.

შვეიცარიელ სპეციალისტს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე გაუფორმებენ ხელშეკრულებას. მოთხოვნა კი სომხეთის ნაკრების ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე გაყვანა იქნება. თუ მწვრთნელი ამ ამოცანას თავს გაართმევს, ახალ 2-წლიან კონტრაქტსაც გაინაღდებს.

ბერნარ შალანდი თავის დროზე “იანგ ბოიზს”, “სერვეტს”, “ციურიხს”, “სიონს”, “ქსამაქსსა” და “თუნს” წვრთნიდა. ასევე სათავეში ედგა შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა. “ციურიხი” კი 2009 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახადა და უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ათამაშა, სადაც “მილანის” “სან სიროზე” ძლევა მოახერხა.

0.113348