კალათბურთი

19:31 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ როსტიაშვილი ლატვიაში ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი,  უკანახაზელი სოლომონ როსტიაშვილი (96.04.16, 180სმ, 71კგ), ლატვიის უმაღლესი ლიგის ბინადარ რიგის „ტურიდაში“ ჩაირიცხა. ამის შესახებ, „მსოფლიო სპორტს“ ინფორმაცია სოლომონის მამამ, ზაზა როსტიაშვილმა მიაწოდა.

„ტურიდა“ რიგის ერთ-ერთი უნივესიტეტია, რომელიც ლატვიის უმაღლეს ლიგაში ამავე სახელწოდებით თამაშობს. სოლომონმა დააკმაყოფილა გუნდის მოთხოვნები, ის აიყვანეს და როგორც არასრულწლოვანი, ამ ეტაპზე უფასო ბინით, კვებითა და ვარჯიშით სარგებლობს. კონტრაქტის პირობების გადახედვა მაშინ არის გათვალისწინებული, როცა სრულწლოვანი გახდება“, - გვითხრა ზაზამ.

შეგახსენებთ, რომ სოლომონი საქართველოში „მაკაბის“, „დინამოსა“ და „შსს-აკადემიას“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა.

 

 

0.115934