ფეხბურთი

21:39 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვირკველია: “ჯანო პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია “როსტოვის” შემტევ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევს.

“მოგებაზე თამაშის გარდა, ჩვენს სხვა ვარიანტი არ გვაქვს. “როსტოვი” კარგი გუნდია. მე ვნახე როსტოველების თამაში “ამკართან”, როდესაც შეხვედრის მიწურულს ორბურთიანი სხვაობა გაქვითეს. “როსტოვში” ჩემი მეგობარი ჯანო თამაშობს, რომელსაც პრემიერლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მივიჩნევ. პრინციპული თამაში გვექნება. საერთოდ, ჩვენთვის ყველა დარჩენილი თამაში პრინციპულია” – იუწყება კვირკველიას სიტყვებს ყაზანის “რუბინის” ოფიციალური ვებგვერდი. 

ყაზანელთა ქართველმა მცველმა მოსკოვის “დინამოსთან”პრემიერლიგის განვლილ ტურში ჩატარებული მატჩიც შეაფასა:

“პირველი ტაიმი უკეთესად ჩავატარეთ, ვიდრე – მეორე. საერთო ჯამში, თანაბარი თამაში იყო. როგორც ჩვენ შეგვეძლო მოგება, ისე – მათ. ჩვენი მიზანი იყო, რომ გოლი არ გაგვეშვა და გატანა გვეცადა. “დინამო” ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერია და ამიტომ, სტუმრად ფრე კარგი შედეგია. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ვფიქრობ, ცუდად არ მითამაშია. თუმცა, გუნდისგან განცალკევებით ფეხბურთელის შეფასებას აზრი არ აქვს. მთელი გუნდი თამაშობდა და პარტნიორების დახმარების გარეშე, საკუთარი კარის “მშრალად” შენახვა შეუძლებელი იყო”.

0.122815