ევროპის ლიგაზე “დნიპროსთან” შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ “კარდიფს” კარგ ხასიათზე დაუხვდა და “თავისი” 3 ქულაც მიითვალა. ამ მატჩში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: წლეულს თამაშიდან პირველად გაიტანა რობერტო სოლდადომ. ჩვეულებრივ ის პენალტებს ასრულებს ხოლმე, ახლა კი დინამიკაში გაიტანა. ესპანელმა პასი ემანუელ ადებაიორისგან მიიღო საჯარიმოს შუაში და ორი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა. გაშვებულმა ბურთმა სტუმრები კიდევ უფრო დათრგუნა. ერთი-ორჯერ მაინც გაიბრძოლეს, ხარიხასაც კი მოარტყეს ბურთი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოახერხეს.
“ასტონ ვილამ” “ნორვიჩი” გაანადგურა. თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ 25-ითდან 41-ე წუთამდე, ანუ 16 წუთის განმავლობაში, ვილელბმა ოთხჯერ შეარხიეს ჯონ რადის კარის ბადე. დუბლი მიითვალა კრისტიან ბენტეკემ, რომელსაც თვეზე მეტია აღარ გაეტანა.
“სუონსიმ” “კრისტალ პალასს” ვერ აჯობა. მიქაელ ლაუდრუპის გაშვების შემდეგ უელსელები ისევ მწვრთნლის და თამაშის ძიებაში არიან. გარი მონკი ცუდი კაცი არ ჩანს, მაგრამ ჯერ გამოუცდელია, თან მოთამაშე-მწვრთნელად ითვლება, განაცხადში საკუთარ თავსაც წერს და ნებისმიერ დროს შეუძლია მინდორზე გავიდეს.
ასტონ ვილა – ნორვიჩი 4:1 (4:1)
ბირმინგემი. “ვილა პარკი.” 30 303
ასტონ ვილა: გუზანი, ვლაარი, ბერტრანი, ბეიკერი, ელ აჰმადი, დელფი, ვესტვუდი, ბაკუნა, აგბონლაჰორი, ბენტეკე (ჰოლტი 81), ვაიმანი (ალბრიგტონი 81)
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი
ნორვიჩი: რადი, ოლსონი, იობო, ბასონგი, მარტინი, ტეტი (ჰაუსონი 79), ჰულაჰანი, სნოდგრასი (პილკინგტონი 46), ჯონსონი, რედმონდი (ელმანდერი 63), ჰუპერი
მწვრთნელი: კრის ჰოუტონი
გოლები: 0:1 ჰულაჰანი (3), 1:1, 2:1 ბენტეკე (25, 27), 3:1 ბაკუნა (37), ბასონგი (ს.კ. 41)
გაფრთხილება: ტეტი (30), სნოდგრასი (45+3), ელმანდერი (88)
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 2(2)-2(2), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-0
სუონსი – კრისტალ პალასი 1:1 (1:0)
სუონსი. “ლიბერთი.” 20 240
სუონსი:Lვორმი, უილიამსი (ხორდი ამატი 70), ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, დე გუზმანი, რუტლიჯი, დაიერი, ბრიტონი, პაბლო ერნანდესი (კანიასი 22), ბონი (ლიტა 63)
მწვრთნელი: გარი მონკი
კრისტალ პალასი: სპერონი, დელანი, დანი, უარდი, პერი (თომასი 70), იედინაკი, დიკხაცოი, ლედლი, ბოლასიე, ინსი (მიურეი 46), შამახი (ჯერომი 32)
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 1:0 დე გუზმანი (25), 1:1 მიურეი (პენ, 83)
გაფრთხილება: ბრიტონი (74); იედინაკი (35), ჯერომი (48), დანი (63), თომასი (90+2)
გაძევება: ჩიკო (82)
მსაჯი: მაიკ დინი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 4(1)-3(4), ჯარიმა: 8-11, კუთხური: 1-4, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-4
ტოტენჰემი – კარდიფი 1:0 (1:0)
ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 35 512
ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, ნოგტონი, ფრაიერსი, ლენონი, დემბელე, პაულინიო (სანდრო 72), თაუნსენდი (შადლი 70), ადებაიორი, სოლდადო (კეინი 83)
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
კარდიფი: მარშალი, ტერნერი, ხუან კალა, ფაბიო (ჯონსი 73), კოლკერი, ჯონი, მედელი, გუნარსონი (მატჩი 63), ბო-კიუნგ კიმი, ბელამი (დელი 63), კემპბელი
მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი
გოლი: 1:0 სოლდადო (28)
გაფრთხილება: სანდრო (88); ბელამი (12), ბო-კიუნგ კიმი (12), ხუან კალა (90+5)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 5(6)-2(1), ჯარიმა: 11-13, კუთხური: 4-7, თამაშგარე: 2-4, სეივი: 2-5
მეგოლეები:
24 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)
18 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)
15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)
13- ლოიკ რემი (“ნიუკასლი”), იაია ტურე (3, “სიტი”)