ესპანური “ვალენსიას” ფორვარდი რობერტო სოლდადო კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს. ამის შესახებ თავად ესპანელმა განაცხადა Super Deporte-სთან ინტერვიუში.
“მინდა, “ვალენსიაში” დავრჩე და გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დავეხმარო. წესით, ამ ტურნირის საგზური წელსაც უნდა მოგვეპოვებინა”, - განაცხადა ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა.
ევროპული მედიასაშუალებები სოლდადოს სახელს აქტიურად უკავშირებენ ლონდონის “ტოტენჰემს”. ინგლისელები ესპანელის სანაცვლოდ 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.
სადღეისოდ, სოლდადო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშია და კონფედერაციის თასისთვის ემზადება.