მცხეთაში ცოტა მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. შარშანდელი “დილა” რომ ყოფილიყო, გორელების წარმატება არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ ახლა, როცა გუნდში კვლავაც ფინანსური პრობლემებია და უახლოესი მომავალიც ბურუსითაა მოცული, კერკეტ “ვეტერინარებთან” მოგება მართლაც გამოსარჩევი ამბავია. სტუმრები მე-10 წუთზე გრიგოლ დოლიძემ დააწინაურა, 59-ზე კი ირაკლი მოდებაძემ მეორე გაიტანა, ჯამში 7 გოლი მოუგროვდა და ბომბარდირთა დავაში საჩხერელ დიმიტრი ტატანაშვილს დაეწია.
მეკარეების ყოფილი მწვრთნელის, რამაზ სოღოლაშვილის მთავარმწვრთნელობით კი გორელებმა პირველად გაიმარჯვეს.
ვიტ ჯორჯია – დილა 0:2 (0:1)
26 ოქტომბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.”
ვიტ ჯორჯია: ჩალიგავა, მჭედლიშვილი, ადამაძე, კასრაძე, ჯავაშვილი, დავლაშელიძე, წყაროზია, კორიფაძე, ჯანელიძე, სიჭინავა, ლობჯანიძე
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
დილა: რევიშვილი, ალადაშვილი, კვახაძე, ხიზანეიშვილი, კობახიძე, გურული (ხორგუაშვილი 47), მაისურაძე, ბოლქვაძე (ქვილითაია 80), აბურჯანია, დოლიძე (გორელიშვილი 75), მოდებაძე
მწვრთნელი; რამაზ სოღოლაშვილი
გოლები: 0:1 დოლიძე (10), 0:2 მოდებაძე (59)
გაფრთხილება; წყაროზია (30)
მსაჯი: ა. კრიჭაშვილი
ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი) 5:1 (2:0)
გოლები: 1:0 ვაჟა ლომაშვილი (22), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (37), 2:1 თენგიზ ჩიკვილაძე (69), 3:1 ბესიკ დეკანოიძე (75), 4:1 გიორგი გაბედავა (82), 5:1 ჯამბულ ჯიღაური (85)
გაძევება: გიორგი დათუნაიშვილი (“ჩიხურა”)
ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ზვიად მეტრეველი (40), 1:1 ლუკა გუგუჩია (პენ, 74)
მერანი (მარტვილი) – ზესტაფონი 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (75), 0:2 საბა ლომია (77)
სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)
გოლო: 0:1 ლევან კორღალიძე (53)
დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 თორნიკე კაპანაძე (22), 1:1 ლევან ხმალაძე (პენ, 79), 2:1 გიორგი გველესიანი (90)
გაძევება: უსტარიცი (3, “დინამო”)
45-ე წუთზე ჯაბა დვალმა ვერ გაიტანა პენალტი
1 | დინამო (თბილისი) | 10 | 8 | 1 | 1 | 27:9 | 25 |
2 | ჩიხურა | 10 | 6 | 1 | 3 | 23:18 | 19 |
3 | ტორპედო | 10 | 5 | 4 | 1 | 15:7 | 19 |
4 | მეტალურგი | 10 | 5 | 2 | 3 | 16:15 | 17 |
5 | გურია | 10 | 5 | 0 | 5 | 10:14 | 15 |
6 | დილა | 10 | 4 | 3 | 3 | 13:11 | 15 |
7 | ზესტაფონი | 10 | 4 | 2 | 4 | 12:8 | 14 |
8 | მერანი | 10 | 4 | 0 | 6 | 12:22 | 12 |
9 | ვიტ ჯორჯია | 10 | 3 | 3 | 4 | 14:14 | 12 |
10 | სიონი | 10 | 2 | 3 | 5 | 11:15 | 9 |
11 | ზუგდიდი | 10 | 1 | 4 | 5 | 5:15 | 7 |
12 | სპარტაკი | 10 | 1 | 1 | 8 | 5:15 | 4 |
მეგოლეები:
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა