წლები გადის, დიეგო არმანდო მარადონა თანდათან უფრო მყარად იმკვიდრებს ბაბუა კაცის იმიჯს, მაგრამ მისი თაყვანისმცემლები არადა არ ილევიან. ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, რასაკვირველია, განსაკუთრებით მის სამშობლოში ეტრფიან.
ლათინურ ამერიკაში საკმაოდ ცნობილმა არგენტიელმა მოდელმა სოფია ზამოლომ, ამასწინათ განაცხადა, რომ სიამოვნებით ექნებოდა დიეგო მარადონასთან სექსი და მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განუხორციელებელი ოცნება (მამაკაცთან დაკავშირებული ოცნება), სწორედ ღიპმრგვალი მარადონაა.
დიეგო მარადონა იმდენჯერ დაშორდა და შეურიგდა თავის ცოლ კლაუდიას, რომ ამ დაშორება-შერიგებების თვლამაც კი აზრი დაკარგა. ამჟამად, მარადონა თავის ცოლთან კვლავ გაშორებულია და არ იქნება გასაკვირი, სოფია ზამოლოს თავისი ოცნებები თუ აუხდება. მაგრამ სექსში რამდენად მაგარი იქნება ყოფილი ნარკომანი და ქონმრავალი მარადონა – ეს სხვა ამბავია...