ალბათ უკვე იცით, რომ 2014 წელს გასამართი სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინააღმდეგ განსაკუთრებით ქართველები და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ის ადამიანები გამოდიან, რომლებიც XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების მიმართ განხორციელებულ გენოციდს აპროტესტებენ. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტმა შარშან ოფიციალურად აღიარა ჩერქეზი ხალხის გენოციდი და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო სულ მოკლე ხანში იგივეს გაკეთებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ როდესაც რუსეთის იმპერია კავკასიაში მკვიდრდებოდა, ფიცხელი ბრძოლა დასჭირდა ადგილობრივი ხალხების წინააღმდეგ, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ მათ ქვეყანაში შესულ რუსეთის საოკუპაციო ჯარს. ასეთ გამოხდომებს კი რუსეთი საკმაოდ მკაცრად სჯიდა. განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ ჩერქეზები დასაჯეს. იმ ტერიტორიებზე, სადაც ზამთრის ოლიმპიადა უნდა გაიმართოს, რუსებმა მილიონამდე ჩერქეზი ამოწყვიტეს და მათ შორის სრულიად უდანაშაულო ბავშვები და ქალებიც იყვნენ. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმ ადამანების ბრძოლისა, რომლებიც სოჭში ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან.
ცოტა ხნის წინ, თბილისში შეიკრიბა ცნობილი ქართველი და ვეროპელი ისტორიკოსების ნაწილი, რომლებიც აპირებენ, რომ მოკლე დროში მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინონ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღმწერი დოკუმენტები და ოლიმპიადის სხვა ადგილზე გადატანა მოითხოვონ. დიდი შანსია, ოლიმპიურმა კომიტეტმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილოს, მაგრამ სამართლიანობისათვის ბრძოლას აზრი, რა თქმა უნდა, ყოველთვის აქვს.