სტამბულის “გალათასარაის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს. ჰოლანდიელს წინადადება “მონაკოსგან” ჰქონდა, მაგრამ თურქეთში დარჩენა არჩია.
“მონაკომ” წინადადებით მოგვმართა, მაგრამ სნეიდერმა “გალათასარაიში” დარჩენა მოისურვა. უესლის სტამბული უყვარს და აქ კარიერის ბოლომდე დარჩენასაც არ გამორიცხავს”, - განაცხადა ნახევარმცველის აგენტმა გვიდო ალბერსმა.
ცნობისათვის, სნეიდერს “გალათასარაისთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე აკავშირებს.