ფეხბურთი

15:28 | 16.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი მოურინიოს ემადლიერება

თურქეთის “გალათასარაის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ფიქრობს, რომ ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობა მის კარიერაში გადამწყვეტი იყო.

“ჟოზე მოურინიომ ჩემს პროფესიულ კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მასთან მუშაობის შემდეგ სახელი უფრო გავითქვი. მასთან ურთიერთობა დღემდე მაქვს და ამიტომ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შეხვედრა ორმაგად სასიამოვნოა.

მომავალ დაპირისპირებას რაც შეეხება, “რეალი” უდავო ფავორიტია. მადრიდულ გუნდთან დაპირისპირება ძალიან ძნელია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მრისხანე მეტოქე გავაკვირვოთ.

“რეალთან” სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. მის შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გავხდი. გარდა ამისა, ამ კლუბიდან წასვლის შემდეგ, მაშინვე მოურინიო გავიცანი”, – განაცხადა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, რომელმაც მილანის “ინტერში” მოურინიოსთან ერთად, იტალიის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

 

თეგებისნეიდერი
0.116288