თურქული “გალათასარაის” ჰოლანდიელი ვარსკვლავის, უესლი სნეიდერის ჩემპიონთა ლიგის უახლოეს მატჩში გამოჩენა საეჭვოა.
თურქეთის ჩემპიონატში შაბათს გამართულ მატჩში, სნეიდერმა ფეხში ტკივილი იგრძნო და მოედანი პირველ ტაიმში დატოვა. თურქული Hurriyet-ის ცნობით, 29 წლის შემტევი ნახევარმცველის “იუვენტუსთან” თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.