ფეხბურთი

19:25 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერი: “გალათასარაის” არ დავტოვებ”

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, სტამბულის “გალათასარაის” ნახევარმცველი უესლი სნეიდერი კლუბის შეცვლას არ გეგმავს. ჰოლანდიელმა იცის, რომ მისით ლონდონის “ჩელსია” დაინტერესებული, მაგრამ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით კვლავ ასპარეზობას, ჯერჯერობით, არ აპირებს.

“მოურინიოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მასთან მუშაობა ყოველთვის მომწონდა, მაგრამ “გალათასარაისა” და მის გულშემატკივრებს ასე მარტივად ვერ დავემშვიდობები. აქაურობა აღმაფრთოვანებს. სტამბული ძალიან შემიყვარდა. მინდა, სულ ცოტა, იანვრამდე მაინც დავრჩე აქ”, - განუცხადა სნეიდერმა Milliyet-ს.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერი და მოურინიო მილანის “ინტერში” ერთად მუშაობდნენ.

 

1.503724