როგორც უკვე ვიუწყებოდით, სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებმა ცელიეში მორიგი საკონტროლო მატჩები ჩაატარა და
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელები პოდჩეტრტეკში 25 ივლისიდან იმყოფებიან და იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, პირველ მოსამზადებელ შეკრებას გადიან. საქართველოს ნაკრები ცნობილ სპორტულ კომპლექს ”ტერმე ოლიმიაში” 6 აგვისტომდე დარჩება, შემდეგ კი იტალიაში გადაბარგდება და ქალაქ ტრენტოში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ითამაშებს.
განრიგის თანახმად, ქართველი კალათბურთელები 7 აგვისტოს თბილისის დროით 22:30 საათზე მასპინელ იტალიას ეთამაშებიან, 8-ში – 20:00 საათზე – პოლონეთს, ხოლო 9-ში 20:00 საათზე – ისრაელს. ტრენტოს ტურნირის შემდეგ, ქართველები პოდჩეტრტეკში დაბრუნდებიან და 13 აგვსიტომდე მორიგ შეკრებას გამართავენ.
თუკი თავშივე ხსენებულ სლოვენიელებს დავუბრუნდებით, აღვნიშნავთ, რომ ოთხთა ტურნირის დასრულების შემდეგ, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ტურნირზე მოპოვებული 3 გამარჯვებით არ უნდა აღვფრთოვანდეთ, რადგან ძალთა ბალანსი არარეალური იყო. თურქეთი და სერბეთი ევროპის ჩემპიონატზე სულ სხვა, გაცილებით ძლიერი გუნდები იქნებიან. ალბათ, მხოლოდ ლატვიამ გამოაჩინა თავისი რეალური შესაძლებლობები.
მომავალი კვირის ბოლოს ბელგრადში გასამართი ტურნირის შემდეგ უფრო რეალურ სურათს მივიღებთ. ჩვენი მოთამაშეები ეიფორიაში არ უნდა ჩავარდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ჯერ მოსამზადებელი ეტაპის ნახევარიც კი არ გაგვივლია და მოსამატებელი კიდევ ბევრი გვაქვს.
რაც შეეხება იმ ინციდენტს, რომელიც თურქეთთან მატჩში მოხდა, ძალიან ვწუხვარ, თუმც მოედანზე ასეთებიც ხდება ხოლმე. ორივე მოთამაშე მალევე დამშვიდდა და სიტუაციაც განიმუხტა“.
ინციდენტის შესახებ, რომელზეც მალკოვიჩმა ისაუბრა, გუშინვე მოგახსენეთ. შეგახსენებთ, რომ სლოვენიელთა ერთ-ერთი ლიდერი გორან დრაგიჩი თურქეთის ნაკრების წევრ დოგუს ბალბაი წაეკიდა, რაც მატჩის დასაწყისშივე მათი მოედნიდან გაძევებით დასრულდა.
რაც შეეხება 10-11 აგვისტოს ბელგრადში დაგეგმილ ტურნირს. ნახევარფინალში სლოვენიელები სწორედ ნახსენებ თურქებს ეთამაშებიან და ამ მატჩის შედეგიდან გამომდინარე, ფინალში ანაც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში, შესაბამისად, სერბეთს ან უკრაინას გაეჯიბრებიან.
სლოვენია-თურქეთის მატჩში მომხდარი ინციდენტი