კალათბურთი

18:06 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიას ლორბეკი გამოაკლდა

მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებმა დიდი დანაკლისი განიცადა. ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს ესპანური “ბარსელონას” ცენტრი ერაზემ ლორბეკი, რომელიც სასტარტო ხუთეულში მოიაზრებოდა.

30 წლის ლორბეკს მუხლის ტრავმა აწუხებს და შემადგენლობიდან ავტომატურად ამოვარდა. ამჟამად, სლოვენიელთა შეკრებაზე 13 მოთამაშე რჩება და მათგან ერთი ზედმეტის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკევვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში ესპანეთში ჩატარდება. სლოვენია D ჯგუფში მოხვდა და ლიტვას, ანგოლას, სამხრეთ კორეას, მექსიკას და ავსტრალიას ეთამაშება.

0.120206