სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი და C ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, მომავალი ტურნირის წინ წამყვანი მოთამაშის გარეშე დარჩა.
ესპანური “ბარსელონას” მძიმე ფორვარდმა ერაზემ ლორბეკმა ქომაგებს გული ძალიან დასწყვიტა, როდესაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ტრავმის გამო ევრობასკეტზე თამაშს ვერ მოახერხებს. აღნიშნულის შესახებ 29 წლის კალათბურთელმა უკვე აცნობა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ბოჟიდარ მალკოვიჩს და გუნდის დირექტორ მატეი ავანსოს.
ლორბეკმა ქირურგებისადმი მიმართვა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის დასრულებისთანავე გადაწყვიტა, რომელშიც მისი “ბარსელონა” მარადიულ მეტოქე მადრიდის “რეალთან” დამარცხდა.
სლოვენიელ ფორვარდს მუხლის სახსრების გამოკვლევა სჭირდება, ართროსკოპიის შემდეგ კი, უკეთეს შემთხვევაში, ვარჯიშის განახლებას 2 თვის თავზე შესძლებს. ერაზემი მოედანზე გასვლას აგვისტოს მიწურულს თუ მოახერხებს, ამდენად, ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც სტარტს 4 სექტემბერს აიღებს, მზად ვერაფრით იქნება.
ის, რომ ლორბეკს ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა, სწორედ აღნიშნულ სერიაში გამოჩნდა. სლოვენიელი კალათბურთელი მადრიდელებთან მატჩებში საშუალოდ 7.0 ქულას და 3.2 მოხსნას აგროვებდა და ეს მისი კატალონიურ გრანდში გადასვლის შემდეგ, უარესი მაჩვენებელი გახლდათ. ერაზემი “ბარსაში” 2009
ცნობისთვის, ლორბეკი სლოვენიელთა მაისურით 2002
2011 წელს ლიტვაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ლორბეკმა 11 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ გატარებულ 27.2 წუთში საშუალოდ 11.1 ქულას, 5.0 მოხსნას და 1.7 პასს აგროვებდა. საქართველოსთან მოგებულ (87:75) შეხვედრაში ერაზემმა 29 წუთს ითამაშა და გუნდს 12 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება შესძინა.
როგორც აღვნიშნეთ, 2013 წლის ევრობასკეტზე სლოვენიის და საქართველოს ნაკრებები C ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ესპანეთის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ეყოლებათ. საქართველოს და სლოვენიის დაპირისპირება ქალაქ ცელიეში 7 სექტემბერს შედგება.