კალათბურთი

21:33 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიას ძმებმა მოაგებინეს

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები იმ გუნდთა რიცხვს შეუერთდა, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატის 2 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგი გააჩნიათ.

გრან კანარიაში გამართულ D ჯგუფის მორიგ თამაშში იურე ზდოვცის ბიჭები მექსიკას გაეჯიბრნენ და ძალების ზედმეტი დაძაბვის გარეშე – 89:68 დაამარცხეს.

ევროპელებმა ჩრდილოამერიკელებს ყველა მეოთხედი მოუგეს, რაც ძირითადად ძმები დრაგიჩების დამსახურება გახლდათ – ზორანმა (22) და გორანმა (18) ჯამში 40 ქულა ჩააგდეს.

მექსიკას ერთადერთი ხეირიანი კალათბურთელი ჰყავს და სწორედ იგი გამოირჩა – “ატლანტა ჰოუქსის” ცენტრმა გუსტავო აიონმა თამაშიდან 9-ვე ტყორცნა გამოიყენა და 23 ქულა მიითვალა.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. D ჯგუფი. გრან კანარია

სლოვენია – მექსიკა 89:68 (24:18, 22:19, 19:13, 24:18)

0.119236