2013 წლის ევროპის ჩემპიონატამდე 47 დღით ადრე სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებმა ქვეყნის ისტორიაში დაგეგმილი უდიდესი სპორტული ფორუმისთვის მზადება დაიწყო. სლოვენიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა პირველ ეტაპზე 13 მოთამაშე როგასკა სლატინაში შეკრიბა, ნებოისა იოკსიმოვიჩი, მირზა ბეგიჩი და ბოსტიან ნახბარი კი გუნდს სამ დღეში შეუერთდებიან და ნაკრებიც სრულს სახეს მიიღებს.
მზადების დაწყებით კმაყოფილი გახლდათ სლოვენიელთა ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი გორან დრაგიჩი, რომელმაც შემდეგი განაცხადა: “ყოველ
როგასკა სლატინადან სლოვენიელთა ნაკრები ლიუბლიანაში გადაინაცვლებს და შეკრებას განაგრძობს. მალკოვიჩის შეგირდები ჯამში 13 მოსამზადებელ შეხვედრას ჩაატარებენ, რომელთაგან 10 შინ უწევთ, ასე რომ, სლოვენიელ ქომაგებს საყვარელი მოთამაშეების ხილვის საშუალება არაერთხელ მიეცემათ.
სლოვენიელთა პირველი მატჩი 26 ივლისს უკრაინასთან გახლავთ დაგეგმილი, დასკვნით შეხვედრას კი ისინი 31 აგვისტოს გასული ევრობასკეტის ფინალისტ საფრანგეთთან ჩაატარებენ.
ბოჟიდარ მალკოვიჩმა გუნდის მომავალი მზადების ციკლის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: “მთებში ხანგრძლივი მზადებების დრო წავიდა. მართალია,
მომავალი ევრობასკეტისთვის არაერთი სახელოვანი მოთამაშე დაგვაკლდება, ამდენად, ვფიქრობ, ახალი თაობის დასაწინაურებლად სწორედაც რომ შესაფერისი დროა. ჩემპიონატზე მებრძოლი სული უნდა გამოვავლინოთ, რომლის წართმევაც არავის შეუძლია. როდესაც ყველა კალათბურთელი გაათვითცნობიერებს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ დაკარგულ ან მოპოვებულ ბურთს, ნამდვილი გუნდიც მაშინ შედგება”.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე სლოვენიის და საქართველოს ნაკრებები C ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად ესპანეთის, ხორვატიის, პოლონეთის და ჩეხეთის გუნდებიც ეყოლებათ. საქართველოს და სლოვენიის დაპირისპირება ქალაქ ცელიეში 7 სექტემბერს შედგება.
სლოვენიის ნაკრების 16-კაციანი შემადგენლობა
ნებოისა იოკსიმოვიჩი, გორან დრაგიჩი, იაკა ლაკოვიჩი, იაკა ბლაჟიჩი, ზორან დრაგიჩი, კლემენ პრეპელიჩი, ედო მურიჩი, ბოსტიან ნახბარი, დომენ ლორბეკი, ლუკა ლაპორნიკი, იურე ბალაჟიჩი, იაკა ბროდნიკი, გეზიმ მორინა, მირზა ბეგიჩი, უროს სლოკარი, გასპერ ვიდმარი.
სლოვენიის ნაკრების სპარინგ-მატჩები ევრობასკეტამდე
26 ივლისი:
28 ივლისი:
2 აგვისტო:
3 აგვისტო:
4 აგვისტო:
10-11 აგვისტო: ბელგრადის ტურნირი (სერბეთი,
16 აგვისტო:
18 აგვისტო:
23 აგვისტო:
24 აგვისტო:
31 აგვისტო: