ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის ლიდერ სლოვაკეთთან ქალაქ სენეცში კარგი განწყობით ჩავიდა. ოთხი დღის წინათ ქართველებმა სტუმრად ლუქსემბურგი 3:0 დაამარცხეს და შესარჩევი ციკლი წარმატებულად დაიწყეს. თავის მხრივ, სლოვაკებმა იმავე ლუქსემბურგს ივნისში 7:1 მოუგეს და პირველ ადგილზეც ბურთების უკეთესი სხვაობის გამო იდგნენ.
მატჩი თანაბარი გამოდგა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, სტუმართაგან ვიტესელები - ჭანტურია და ყაზაიშვილი აქტიურობდნენ, მასპინძელთაგან კი - ლალკოვიჩი და შრანცი.
ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე გავიდა, როცა ლალკოვიჩმა მარცხნიდან კუთხური მოაწოდა, დაცვის ცენტში ქართველი მცველები შეცდნენ და ადამ ზერლიაკმა თავით გადაგზავნა ბურთი კარში.
2 ტურის შემდეგ, 6-6 ქულით სატურნირო ცხრილს სლოვაკეთი და ჰოლანდია ლიდერობენ. შემდეგ მატჩს ჩივაძის შეგირდები 10 ოქტომბერს, თბილისში, ჰოლანდიელების წინააღმდეგ გამართავენ.
სლოვაკეთი – საქართველო 1:0 (1:0)
9 სექტემბერი. სენეცი. ეროვნული საწვრთნელი ცენტრი.
სლოვაკეთი: ლე გიანგი, პაუშეკი, დიონატანი, დიომბერი, შკვარკა (ლობოდკა 46), ზრელიაკი, ლასიკი, ლობოტკა, პაური (გროშოვსკი 59), ლალკოვიჩი (მესაროში 78), შრანცი
მწვრთნელი: ივან გალადი
საქართველო: ნადირაძე, ტვილდიანი, უბილავა, მამუკა კობახიძე, ყაზაიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, კვეკვესკირი, კვერკველია (ჯიღაური 68), სხირტლაძე, ჭანტურია
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გოლი: 1:0 ზრელიაკი (18)
გაფრთხილება: შკვარკა (24), პაური (57); კვეკვესკირი (39), ჭანტურია (45+2), უბილავა (72)
მსაჯი: ალან მარიო სანტი (მალტა)
1 | სლოვაკეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 8:1 | 6 |
2 | ჰოლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 5:0 | 6 |
3 | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 3:1 | 3 |
4 | შოტლანდია | 2 | 1 | 0 | 1 | 3:4 | 3 |
5 | ლუქსემბურგი | 4 | 0 | 0 | 4 | 1:14 | 0 |