ფეხბურთი

14:33 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სლოვაკებს კოზაკი გაწვრთნის

სლოვაკეთის საფეხბურთო ასოციაციამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად “კოშიცეს” უკვე ყოფილი დამრიგებელი, 59 წლის იან კოზაკი დანიშნა.

ასოციაციის აღმასკომის 11 წევრიდან 10-მა კოზაკს მისცა ხმა. ამ თანამდებობაზე მან სტანისლავ გრიგასა და მიხალ ჰიპის დუეტი შეცვალა. კოზაკს, რომელსაც 2015 წლამდე გაუფორმეს კონტრაქტი, სტეფან ტარკოვიჩი დაეხმარება.

გრიგამ და ჰიპმა ნაკრები 2012 წლის აპრილში ჩაიბარეს და 7 ივნისს ლიხტენშტაინთან ფრის (1:1) შენმდეგ დატოვეს. “შერეულ გრძნობას განვიცდი, - ამბობს კოზაკი, - ერთი, რომ ნაცნობი ადგილების დატოვება მეძნელება, კოშიცეში ძალიან კარგ ადამიანებთან ვმუშაობდი, მეორე კი, მადლობელი ვარ ასეთი დიდი ნდობისა ასოციაციის მხრიდან. ახლა მოვიდა დრო, სერიოზულად ვიმუშაო და დავმტკიცო, რომ ამ პოსტის ღირსი ვარ”.

სლოვაკეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ 4 შესარჩევი მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ჯგუფში მესამე ადგილი უჭირავს ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საბერძნეთის შემდეგ. კოზაკის ხელმძღვანელობით პირველ სპარინგს სლოვაკები 14 აგვისტოს რუმინელებთან გამართავენ.


 

0.133972