თამაშგარე

13:44 | 17.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

სლოვაკ ჰოკეისტს, მსაჯის მკვლელობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

26 წლის სლოვაკ ჰოკეისტ ლადისლავ შკურკოს, 2008 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მსაჯ მარეკ ლიპტაის სხეული 2008 წლის დეკემბერში, ტყეში აღმოაჩინეს, რომლის მკვლელობაც, შკურკომ 2009 წლის აპრილში აღიარა. ლადისლავმა ლიპტაის 14 ჭრილობა მიაყენა დანით, რის გამოც, ორი წელი ციხეში გაატარა. სპორტსმენი 2011 წლის ნოემბერში გაანთავისუფლეს და 2011-12 წლის სეზონის ნაწილი სლოვაკეთის დაბალ დივიზიონებში გაატარა.
შარშან ზაფხულს, შკურკომ განაცხადა, რომ პოლიციამ აღიარება მოტყუებით მიაცემინა და საკუთარი სიტყვები უკან წაიღო. ამ ფაქტმა გამოძიების განახლება გამოიწვია, ხოლო გამომძიებელმა ლადისლავის 15 წლით დაპატიმრება მოითხოვა, თუმცა ფსიქიატრის დასკვნამ, რომლის მიხედვითაც ჰოკეისტი აფექტში იმყოფებოდა, შკურკოს სასჯელი შეუმსუბუქა.
ლადისლავის პირველი ჩვენების მიხედვით, ლიპტაი სახლში ჩაუსახლდა და ატყუებდა, რომ კიბოთი იყო დაავადებული. როდესაც შკურკომ მობინადრის ტყუილი შეიტყო, მისი გაგდება მოინდომა, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა და გადაწყვიტა სამართალი სამზარეულოს დანით აღესრულებინა.
აქვე გეტყვით, რომ ლადისლავმა 2004, 2005 და 2006 წლებში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე იასპარეზა, 2007 წელს კი, “კოშიცეს” შემადგენლობაში სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.
 

0.132596